Belive

მაა ნონუ დიდ ისტორიის წერს | TOP 14-ის ყველა დროის რეკორდი დამყარებულია!

2 თვის წინ რაგბი
1 წთ

TOP 14-ის მე-4 ტურში, ტულონი სტუმრად ბაიონასთან დრამატულ ბრძოლაში, 35:32 დამარცხდა.

მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო ბექა გიგაშვილმა, რომელიც მეორე ტაიმში შეიცვალა - ამ მატჩში კი ისტორიული შედეგი დაფიქსირდა.

კერძოდ 43 წლისა და 131 დღის ლეგენდარულმა ახალზელანდიელმა მაა ნონუმ, მატჩის 59-ე წუთზე ლელო დადო, რითაც TOP 14-ის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული მორაგბე გახდა, რომელმაც ლელოს დადება მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ მაა ნონუ ტულონში აქამდეც თამაშობდა (2015-2021 წლებში), თუმცა 42 წლის ასაკში გადაწყვიტა, რომ კარეირა არ დაესრულებინა და 2025 წლის დასაწყისში კვლავ ტულონში დაბრუნდა, სადაც დიდ ისტორიას წერს.

აქვე შეგახსენებთ, რომ მაა ნონუ ლეგენდარული ახალზელანდიელი მორაგბეა, რომელსაც 'ოლ ბლექსის' შემადგენლობაში 103 მატჩი ჩაატარა და 2-ჯერ შეძლო მსოფლიო ჩემპიონატის მოგება (2011 და 2015 წლებში).

სხვა სტატიები