Belive

ლუკა პეტრიაშვილი სტად ფრანსეს ღირსებას დაიცავს

9 თვის წინ რაგბი
1 წთ

22 წლის ქართველი ჰუკერი, ლუკა პეტრიაშვილი "კარკასონს" დატოვებს და "სტად ფრანსეს" შეუერთდება. გავრცელებული ინფორმაციით, პეტრიაშვილი ტოპ 14-ის ბინადარ კლუბთან 3-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და "სტად ფრანსეს" ღირსებას მომავალი სეზონიდან დაიცავს.

აღსანიშნავია, რომ პეტრიაშვილი არის მეხუთე ქართველი მორაგბე, რომელიც პარიზულ სარაგბო კლუბში ითამაშებს. ახალგაზრდა ჰუკერს კლუბში გიორგი მელიქიძე, სერგი აბრამიშვილი, ვასილ კაკოვინი და გიორგი ცუცქირიძე დახვდებიან.

სხვა სტატიები