Belive

Midi Olympique | აბრამიშვილი ტოპ 14-ის მე-19 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

8 თვის წინ რაგბი
1 წთ

ქართველმა ბურჯმა, სერგი აბრამიშვილმა 4-კვირიანი ტრავმა მოირჩინა და მოედანს დაუბრუნდა. აღსანიშნავია, რომ აბრამიშვილი ბრწყინვალედ დაბრუნდა და მე-19 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

"სტად ფრანსემ" დაძაბულ ბრძოლაში, "ლიონი" 22:13 დაამარცხა და ტოპ 14-ის სატურნირო ცხრილის სათავეში აღმოჩნდა. სერგი აბრამიშვილი მატჩში მარქაფიდან ჩაერთო და პარიზული კლუბის გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო. "ლიონის" ძირითად შემადგენლობაში დავით ნინიაშვილმა ითამაშა, ხოლო ბექა საღინაძე მატჩში მარქაფიდან ჩაერთო.

Top 14-ის მე-19 ტურის სიმბოლური გუნდი

15. ბარე, 14. კროსდეილი, 13. მოალა, 12. პაია'აუა, 11. უბერტი, 10. ურდაპილეტა, 9. ლე გარეკი, 8. ოვიედო, 7. იატო, 6. ბოშატონი, 5. იტურია, 4. რიბანსი, 3. ტატაფუ, 2. ჩა, 1. აბრამიშვილი.

სხვა სტატიები