Belive

ლევან მაისაშვილი: ,,მიზანს მივაღწიეთ - თამაშიდან თამაშამდე უნდა გავიზარდოთ''

2 წლის წინ რაგბი
1 წთ

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა, ურუგვაისთან მოგებულ მატჩზე ისაუბრა:

,,თამაშით კმაყოფილი ვარ. გუნდში იგრძნობოდა ბრძოლის უნარი, აქედან გამომდინარე ვჩქარობდით, რასაც შეცდომები მოყვებოდა. ეს ძალიან კარგი გაკვეთილი იქნება ჩვენთვის მომავალი კვირისთვის. რაღაც მომენტში თამაშის მართვა გაგვექცა, მაგრამ მალევე დავბრუნდით და ქულების აღება მოვახერხეთ. მიზანს მივაღწიეთ - თამაშიდან თამაშამდე უნდა გავიზარდოთ. მადლობა ბიჭებს! მადლობა სამწვრთნელო შტაბს!

ნინიაშვილს ტრავმა არ აქვს, პირველადი შეფასებით არაფერი არ ჩანს...

არ გვაქვს უფლება, პირდაპირ უელსზე ვიფიქროთ. ჩვენი შემდეგი მეტოქე არის სამოა, ამიტომ მხოლოდ სამოაზე ვართ კონცენტრირებულები და ამის შემდეგ ვიფიქრებთ უელსზე.

მესამე ხაზში ჩვენთვის სასიამოვნო კონკურენცია გვაქვს. ვისურვებდი, ყველა პოზიციაზე ასეთი კონკურენცია გვქონდეს,'' - განაცხადა მაისაშვილმა.

ნოემბრის პირველ ტესტ-მატჩში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ურუგვაის უმასპინძლა და 34:18 დაამარცხა.

,,ბორჯღალოსნები'' მომავალ შეხვედრას 12 ნოემბერს, სამოას წინააღმდეგ გამართავენ.

სხვა სტატიები