Belive

ლევან ჩილაჩავამ კასტრთან 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი

5 თვის წინ რაგბი
1 წთ

32 წლის ქართველმა ბურჯმა, "კასტრთან" კონტრაქტი 2-წლით გაახანგრძლივა. აღნიშნულ ინფორმაციას ფრანგული სპორტული მედია საშუალებები ავრცელებენ.

მოქმედი კონტრაქტის თანახმად, ჩილაჩავა "კასტრში" 2024 წლის ივნისამდე რჩებოდა, თუმცა, კონტრაქტი კიდევ 2-წლით გაახანგრძლივა, რაც იმას ნიშნავს, რომ Top 14-ში მოასპარეზე სარაგბო კლუბის ღირსებას 2026 წლამდე დაიცავს.

ლევან ჩილაჩავამ საფრანგეთის ელიტურ სარაგბო ჩემპიონატში, 163 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ევროტურნირებზე კი 30 შეხვედრაში დაიცვა თავისი გუნდის ღირსება. 32 წლის ბურჯმა, "ბორჯღალოსნების" კვართი 54 მატჩში მოირგო.

სხვა სტატიები