Belive

ბორჯღალოსნებმა ნიდერლანდების ნაკრები დიდი ანგარიშით დაამარცხეს

9 საათის წინ რაგბი
1 წთ

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, ნიდერლანდების ნაკრებმა საქართველოს უმასპინძლა და როგორც მოსალოდნელი იყო, დიდი ანგარიშით 12:61 დამარცხდა.

საქართველოს მხრიდან ორ-ორი ლელო გელა აფრასიძემა და ლუკა მატკავამ დადეს, ერთხელ მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთი ლუკა ივანიშვილმა დაამიწა. ლელო დადო მამუკა მსტოიანმაც, რომელსაც ნაკრების რიგებში დებიუტი ჰქონდა, სადებიუტო ლელო გაიტანა ბაჩუკი ჭუმბაძემაც - მატჩის ბოლო 2 ლელო ოთარ მეტრეველის და გიორგი შველიძის ანგარიშზეა. ლუკა მატკავამ 9-დან 8 გარდასახვა გაიტანა.

შვეიცარიასთან და ნიდერლანდებთან გამარჯვების შემდეგ, ბოლო მატჩს 21 თებერვალს, თბილისში, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩავატარებთ - შეხვედრა ჯგუფის პირველადგილოსნის ბედს გადაწყვეტს, რაც ნახევარფინალში მასპინძლობის უპირატესობას იძლევა.

სხვა სტატიები