Belive

L'EQUIPE: კარკაძე მონპელიესთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს

2 თვის წინ რაგბი
1 წთ

"მონპელიე" და ვანო კარკაძე კონტრაქტის 1+1 წლით გახანგრძლივების თაობაზე შეთანხმდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ფრანგული მედია საშუალება L'EQUIPE ავრცელებს.

L'EQUIPE-ს მტკიცებით, კარკაძესა და "მონპელიეს" წარმომადგენლებს შორის გამართული მოლაპარაკებები, წარმატებით დასრულდა და ქართველი ჰუკერი 1 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, რომელიც სამომავლოდ შესაძლოა კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქართველი ლეგიონერი Top 14-ის ბინადარ კლუბში, მინიმუმ 2025 წლის ივნისამდე იასპარეზებს.

შეგახსენებთ, ვანო კარკაძე "მონპელიეს" გასულ ზაფხულს შეუერთდა და კლუბის მაისურით 17 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა (7 სასტარტო).

სხვა სტატიები