რაგბის კლუბ "ლელოს" ყოფილი მორაგბე - გიორგი ლომთაძე, 27 წლის ასაკში გარდაიცვალა. ქართველი მორაგბე გუშინ ღამე, აშშ-ში გარდაიცვალა, მიზეზი ამწუთისათვის უცნობია.
გიორგი ლომთაძე "ლელოსთან" ერთად საქართველოს 4-გზის ჩემპიონია და საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები. "ლელოს" გარდა ასევე რაგბს ინგლისში თამაშობდა. 2014-15 წლებში საქართველოს ა ნაკრების წევრი იყო. მას გარკვეული პრობლემების გამო რაგბის თამაშზე უარის თქმა მოუწია, თუმცა იგი ბოლო წლების განმავლობაში "ლელოს" ფიზმომზადების მწვრთნელი იყო.
Live.ge-ს გუნდი მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გიორგი ლომთაძის ოჯახსა და მეგობრებს.