ბორჯღალოსნების შეხვედრა ბავშვებთან
1 წლის წინ
რაგბი
1 წთ
2023 წლის რაგბის მსოფლიო თასზე საასპარეზოდ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ლა როშელშია დაბანაკებული. ავსტრალიასთან გამართული მატჩის შემდეგ, ბორჯღალოსნები დაახლოებით 2 კვირით დაისვენებენ და მომდევნო მატჩს, პორტუგალიის წინააღმდეგ, 23 სექტემბერს გამართავენ.
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მოთამაშეები ადგილობრივი სარაგბო კლუბის ბავშვებს შეხვდნენ. მათთან ერთად ითამაშეს, შემდეგ კი ავტოგრაფები დაურიგეს და სამახსოვრო ფოტო გადაიღეს.