Belive

კირან ქროული - საქართველოს მსოფლიოში საუკეთესო ბურჯები ჰყავს და მათი შერკინება გასაოცარია

2 წლის წინ რაგბი
7 წთ
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, ზაფხულის ტესტ-მატჩებში, არგენტინა XV-ს, იტალიასა და პორტუგალიას დაუპირისპირდება. “ბორჯღალოსნები” 3 ივლისს, ქუთაისში, “აია არენაზე”, არგენტინა XV-ს დაუპირისპირდებიან. საქართველოსა და იტალიის პრინციპული მატჩი, 10 ივლისს, ბათუმში გაიმართება, ხოლო საქართველოსა და პორტუგალიის მატჩს, 16 ივლისს, კვლავ ქუთაისი უმასპინძლებს. უკანასკნელ წლებში, გავლენიანი სარაგბო გამოცემები აქტიურად აპელირებენ იმის შესახებ, რომ 6 ერის კარი "ბორჯღალოსნებისათვის" უნდა გაიღოს. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის უპრესტიჟულეს სანაკრებო სარაგბო ტურნირზე მონაწილეობის მისაღებად, უამრავი კრიტერიუმია დასაკმაყოფილებელი, გულშემატკივართა და მიმომხილველთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ აუტსაიდერი იტალია საქართველომ უნდა ჩაანაცვლოს. იტალიისა და საქართველოს დაპირისპირებას, 6 ერის ინტრიგა მუდამ თან ახლავს. განვლილ ორ შეხვედრაში, "აძურიმ" "ბორჯღალოსნების" დამარცხება შეძლო - და ახლა, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს რევანშის შანსი და თამამი განაცხადის გაკეთების შესაძლებლობა მიეცა. იტალიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ზაფხულის ტესტ-მატჩებისათვის მზადებას, ტრენტინოში გადის. "აძურის" რაგბი ევროპის ჩემპიონატის სამი დომინანტი ძალის - პორტუგალიის, რუმინეთისა და საქართველოს ბარიერის გადალახვა მოუწევს. განვითარებადი ერების (პორტუგალია, რუმინეთი) და უკანასკნელ წლებში, პრინციპულ მეტოქედ მოხსენიებული საქართველოს წინააღმდეგ გასამართი მატჩებისათვის, კირან ქროულიმ უძლიერეს შემადგენლობას უხმო.
285784432_507103694506254_1440034998053500438_n
"ხალხი ფიქრობს, რომ სამივე ტესტში მარტივად გავიმარჯვებთ. მნიშვნელობა არ აქვს პორტუგალიას ვუპირისპირდებით, თუ სამხრეთ აფრიკას - პატივს ვცემთ ნებისმიერ მეტოქეს და თითოეული მატჩისათვის გულმოდგინედ მოვემზადებით", - აღნიშნავს კირან ქროული.
იტალიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ახალგაზრდული ბირთვი, ჯერ კიდევ ენთუზიაზმითაა განმსჭვალული - კარდიფში "აძურიმ" 7 წლიანი წარუმატებელი სერია, უელსთან მოპოვებული გამარჯვებით დაასრულა.
"კარდიფში მოპოვებული გამარჯვება ბევრმა მოულოდნელობად მიიჩნია, მაგრამ, თუ გადავხედავთ სხვადასხვა ასპექტში ჩვენი თამაშის ზრდასა და განვითარებას, მჯერა, რომ მუდმივი პროგრესი გვქონდა, მატჩიდან მატჩამდე ვიზრდებოდით და ლოგიკურ შედეგს მივაღწიეთ. მე ვფიქრობ ლიდერების ზრდასა და განვითარებაზე, იმაზე, თუ როგორ ხელმძღვანელობენ ისინი გუნდს და ამავდროულად ინარჩუნებენ პროგრესს. ეს იყო მნიშვნელოვანი თვეები ჩვენი იდენტობის ჩამოსაყალიბებლად".
ზაფხულის ტესტ-მატჩებს იტალიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები პორტუგალიასთან მატჩით გახსნის. უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც "აძური" საგარეო ტურნეზე მიემგზავრება. ქროულიმ გაფართოებულ რაზმში 33 მორაგბეს უხმო, თუმცა, მხოლოდ 26 მათგანს მიეცემა ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობის შესაძლებლობა.
"ტურნეს დინამიკა განსხვავებულია, ასეთი გადაადგილება ყოველდღიურ ცხოვრებაზე უფრო მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ჩვენი მიზანია გავაგრძელოთ ის პროგრესი, რომელსაც 6 ერზე ჩავუყარეთ საფუძველი". "უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში ეს არის პირველი ტურნე, რომელშიც მივემგზავრებით. გასათვალისწინებელია, რომ გამოძახებული 33-დან, მხოლოდ 26 მოთამაშეს მიეცემა ასპარეზობის შესაძლებლობა. ჩვენთვის უმთავრესია, რომ 1 წლის წინ, ტრენტინოში დაწყებული პროგრესი განვაგრძოთ და სწორი მიმართულებით განვვითარდეთ. მნიშვნელოვანია, მივყვეთ ჩვენს კვალს". 

"აძურის" მიზნები ზაფხულის ტესტ-მატჩებზე

"ჩვენი თამაშის საუკეთესო კუთხით წარმოჩინება, მოწოდების სიმაღლეზე ყოფნა და საუკეთესო შედეგის დაფიქსირება - განურჩევლად იმისა, თუ ვის წინააღმდეგ ვთამაშობთ. 3 კვირა გვაქვს, რათა განვაგრძოთ სწავლა და შევიძინოთ ახალი გამოცდილება, იმისათვის, რომ ვიასპარეზოთ იმ დონეზე, რომელზე თამაშიც გვსურს. გვექნება შესაძლებლობა, რომ ახალგაზრდა მოთამაშეები განსხვავებულ სიტუაციაში გამოვცადოთ. ეს არის საინტერესო ასპექტი, რომლის ხილვასაც მოუთმენლად ველი". 

ახალწვეულები იტალიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების გაფართოებულ რაზმში 4 დებიუტანტი მოხვდა. მანფრედი ალბანეზე, ალესანდრო გარბისი, ჯაკომო და რე, იონ ნეკულაი - "აძურის" კვართს პირველად მოირგებენ. იტალიელთა რაზმში 18 ისეთი მოთამაშეა, რომელთაც საერთაშორისო ასპარეზზე 10-ზე ნაკლები კეპი აქვთ მოხვეჭილი.

"პირველ ორ ტესტში, პორტუგალიისა და რუმინეთის წინააღმდეგ, ყველას ექნება შესაძლებლობა, რომ მოედანზე გავიდეს და საკუთარი შესაძლებლობები წარმოაჩინოს. ჩვენთვისაც კარგი შანსია, რომ მათ განვითარებას დავაკვირდეთ. პორტუგალია, რომელიც რუმინეთთან და საქართველოსთან შედარებით, ბურთს უფრო ლაღად ათამაშებს, რაგბის მსოფლიო თასზე მოსახვედრად დაუღალავად იბრძვის. პორტუგალიას აქვს ამბიციური განაცხადი და შეეცდება დაამტკიცოს, რომ მსოფლიო თასზე ასპარეზობას იმსახურებს. რუმინეთი და საქართველო უფრო გამოცდილი გუნდები არიან - მათ ბრწყინვალე ფორვარდები ჰყავთ და ფიზიკურად წარმოუდგენლად ძლიერები არიან. საქართველოს მსოფლიოში საუკეთესო ბურჯები ჰყავს და მათი შერკინება გასაოცარია".

ზაფხულის ტესტ-მატჩების კალენდარი პორტუგალია (20) Vs. იტალია (14) - ლისაბონი - 25.06.2022 რუმინეთი (17) Vs. იტალია (14) - ბუქარესტი - 01.07.2022 საქართველო (12) Vs. იტალია (14) - ბათუმი - 10.07.2022

"აძურის" 33-კაციანი განაცხადი ბურჯი პიეტრო ჩეჩარელი ("ბრივი", 21 კეპი) სიმონე ფერარი ("ბენეტონი", 34 კეპი) დანილო ფიშეტი ("ზებრე", 20 კეპი) იონ ნეკულაი ("ზებრე", დებიუტი) ივან ნემერი ("ბენეტონი", 6 კეპი) ჩერიფ ტრაორე ("ბენეტონი", 14 კეპი) კვაჭი ეპალაამე ფაივა ("ბენეტონი", 4 კეპი) ჯანმარკო ლუჩესი ("ბენეტონი", 11 კეპი) ჯაკომო ნიკოტერა ("ბენეტონი", 2 კეპი) მეორე ხაზი ნიკოლო ქანონე ("ბენეტონი", 20 კეპი) მარკო ფუსერი ("ნიუკასლი", 38 კეპი) ფედერიკო რუზა ("ბენეტონი", 30 კეპი) დავიდ სისი ("ზებრე", 21 კეპი) ანდრეა ზამბონინი ("ზებრე", 1 კეპი) მესამე ხაზი  რენატო ჯიამაროლი ("ზებრე", 5 კეპი) ტოა ჰალაფიჰი ("ბენეტონი", 5 კეპი) მიჩელე ლამარო ("ბენეტონი", 15 კეპი) კაპიტანი ჯოვანი პეტინელი ("ბენეტონი", 6 კეპი) მანუელ ცულიანი ("ბენეტონი", 2 კეპი) ჰავბეკი მანფრედი ალბანესე ("კალვიზანო", დებიუტი) ალესანდრო ფუსკო ("ფიამე ორო"/"ზებრე", 6 კეპი) ალესანდრო გარბისი ("ბენეტონი", დებიუტი) მგეზავი ტომასო ალანი ("ჰარლექუინსი", 61 კეპი) ჯაკომო და რე ("როვიგო"/"ბენეტონი", დებიუტი) პაოლო გარბისი ("მონპელიე", 18 კეპი) ცენტრი ხუან იგნასიო ბრექსი ("ბენეტონი", 13 კეპი) ლეონარდო მარინი ("ბენეტონი", 5 კეპი) ტომასო მენონჩელო ("ბენეტონი", 1 კეპი) მარკო ზანონი ("პაუ", 12 კეპი) ფრთა/ფულბეკი პიერე ბრუნო ("ზერბე", 3 კეპი) ანგე კაპუოცო ("გრენობლი", 2 კეპი) ედოარდო პადოვანი ("ბენეტონი", 35 კეპი) ჯაკოპო ტრულა ("ზებრე", 7 კეპი)

სხვა სტატიები