Belive

კაპიტნის ღირსეული საქციელი - გორგაძემ პოსთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

1 თვის წინ რაგბი
1 წთ

28 წლის ქართველმა მორკინალმა, ბექა გორგაძემ "პოსთან" კონტრაქტი 2028 წლამდე გაახანგრძლივა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია, ტოპ 14-ის ბინადარმა კლუბმა გაავრცელა.

ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ გორგაძის გადაბირებას ტოპ 14-ის 3 კლუბი ("მონპელიე", "ბაიონა", "რასინგ92") ცდილობდა, "პოს" ქართველმა კაპიტანმა ამჟამინდელ კლუბში დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო. ქართველი მორკინალი "პოს" ღირსებას 2028 წლამდე დაიცავს.

შეგახსენებთ, ბექა გორგაძე "პოს" 2021 წელს, "ბორდოდან" შეუერთდა და მალევე კლუბის ერთ-ერთ ლიდერად, შემდეგ კი კაპიტნად ჩამოყალიბდა. გორგაძის მხარდამხარ "პოს" ღირსებას გურამ პაპიძე და ლექსო ყაულაშვილი იცავენ.