ჯონი მეიმ სანაკრებო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო
1 წლის წინ
რაგბი
1 წთ
ინგლისური რაგბის ერთ-ერთმა ვარსკვლავმა, ჯონი მეიმ სანაკრებო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული სარაგბო ტაბლოიდი RugbyPass-ი ავრცელებს.
2013 წელს, სანაკრებო დებიუტის შემდეგ. მეიმ ინგლისის მორაგბეთა ნაკრების კვართი 75 შეხვედრაში მოირგო და 180 ქულის დაგროვება შეძლო. ვინგერისთვის განსაკუთრებით წარმატებული 2019 წლის რაგბის მსოფლიო თასი აღმოჩნდა, სადაც "ვარდებთან" ერთად ფინალში იასპარეზა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
სანაკრებო კარიერის დასრულების შემდეგ, ჯონი მედია ფოკუსირებას საკლუბო კარიერაზე მოახდენს და "გლოსტერთან" ერთად წარმატების მიღწევას შეეცდება.