ტულუზა გაძლიერებას განაგრძობს - ფრანგებმა ტომასო მენონჩელო დაიმატეს
იტალიის ეროვნული ნაკრების 23 წლის მორაგბემ - ტომასო მენონჩელომ, ფრანგულ გრანდ ტულუზასთან კონტრაქტს ხელი მოაწერა და 2026 წლიდან იგი ოფიციალურად შავ-თეთრების რიგებში ჩაირიცხება.
ამის შესახებ ინფორმაცია იტალიური კლუბის "ტრევიზოს" პრეზიდენტმა - ანტონიო პავანელომ დაადასტურა.
C'était dans l'air, c'est désormais chose sûre : Tommaso Menoncello sera un joueur de Toulouse la saison prochaine.
— RUGBYRAMA (@RugbyramaFR) December 22, 2025
L'article > https://t.co/2zdeqpXb0p
➡️ https://t.co/2zdeqpXb0p pic.twitter.com/LDFXKMOFbW
ტომასო მენონჩელო 23 წლის ძალიან პერსპექტიული და ძლიერი იტალიელი მორაგბეა, რომელიც 2024 წლის 6 ერის გათამაშების საუკეთესო მორაგბედ დასახელდა და ამ აღიარებით, 6 ერის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე გახდა, რომელმაც ეს ჯილდო დაიმსახურა.
მენონჩელო გამორჩეულად ძლიერი მორაგბეა, რომელიც 12-13 ნომრებზე თამაშობს. იგი ახლა იტალიური კლუბის ტრეზივო ბენეტონის ღირესებას იცავს, სადაც სეზონის ბოლომდე დარჩება, მაისიდან კი ტულუზას მაისურს მოირგებს.
მას იტალიურ კლუბში 65 თამაში აქვს ჩატარებული, სადაც 21-ჯერ შეძლო ლელოს დადება, იტალიის ნაკრებში კი უკვე 34 მატჩი დაუგროვდა, სადაც ლელოთი თავი 9-ჯერ გამოიჩინა.