"ის აქ არის" - ვასილ ლობჟანიძემ ახალ კლუბში პირველად ივარჯიშა
11 თვის წინ
რაგბი
1 წთ
ვასილ ლობჟანიძე "ტულონს" სამედიცინო ჯოკერის სტატუსით შეუერთდა და ახალ კლუბში პირველად ივარჯიშა. "ტულონის" 9-ნომერი ბაპტისტ სერინი ტრავმირებულია და კლუბის მენეჯერებმა ნდობა ქართველ მორაგბეს გამოუცხადეს.
ლობჟანიძეს გუნდში საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ბურჯი - ბექა გიგაშვილი დახვდა. მეგობრების შეხვედრა, "ტულონის" სოც. მედიას უყურადღებოდ არ დარჩენია და ლობჟანიძის პირველ ვარჯიშს Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე პოსტი მიუძღვნა.