მორიგი ქართველი ტულონში - გიორგი ჯავახია სეზონის ბოლომდე TOP 14-ის გრანდში ითამაშებს
ცნობილი ფრანგული სარაგბო გამოცემა 'Rugbyrama'-ს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ეროვნული ნაკრების 29 წლის მეორეხაზელი - გიორგი ჯავახია, კარიერას TOP 14-ის გრან ტულონში გააგრძელებს.
ფრანგულ წყაროზე დაყრდნობით, გიორგი ჯავახიასა და ტულონს შორის მოლაპარაკება გუშინ ოფიციალურად დასრულდა, რის შემდეგაც ქართველი მორაგბე ტულონს 'სამედიცინო ჯოკრის' სტატუსით დაემატაბა, რაც ტულონის მეორეხაზელების ტრავმებით არის გამოწვეული და ჯავახია მათ ჩაანაცვლებს - ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ იგი კლუბთან ისეთ კონტრაქტს გააფორმებს, რომელიც 'სამედიცინო ჯოკრის' დროის ამოწურვის შემდეგ, თუ კლუბს მისი თამაში მოეწონება, მის დატოვებას გაითვალისწინებს.
D'après les informations de @RugbyramaFR, le deuxième ligne Giorgi Javakhia (Grenoble) va s'engager à Toulon avec effet immédiat.
— Rugby Scope (@RugbyScope) October 22, 2025
🔗▶️ https://t.co/nldWz6aCRe pic.twitter.com/A4ngw34nyX
გიორგი ჯავახიას კლუბში ქართველი თანაგუნდელი - ბექა გიგაშვილი დახვდება, ასევე წლების განმავლობაში ამ კლუბში: გია ლაბაძეს, მამუკა გორგოძეს, ბადრი ალხაზაშვილს და ლუკა ჭელიძეს უთამაშიათ.
გიორგი ჯავახია საქართველოს ნაკრების წევრია, მას ეროვნული ნაკრების ფორმა 21-ჯერ აქვს მორგებული და წლების განმავლობაში PRO D2-ის კლუბებში: ლიონში, ორიაკსა და გრენობლში თამაშობდა.