ინგლისისა და საქართველოს რაგბის კავშირები სამომავლოდ თანამშრომლობას გეგმავენ
Dailymail-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინგლისისა და საქართველოს რაგბის კავშირები თანამშრომლობას გეგმავენ. მათი თქმით, უფრო მეტი ინგლისელი მწვრთნელი იმუშავებს "ბორჯღალოსნებთან", რაც იმას ნიშნავს, რომ პრემიერშიპში აღმოსავლეთ ევროპიდან კიდევ უფრო მეტ მორაგბეს ვნახავთ.
გასულ წელს საქართველომ ორი ხმაურიანი გამარჯვება მოიპოვა იტალიასთან და უელსთან. "ბორჯღალოსნებს" მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, რომ რაგბის ელიტაში სიტუაცია სერიოზულად არიონ. Dailymail-ის ინფორმააცით კი, მათ ამ ყველაფერში ინგლისელები დაეხმარებიან.
ნოემბერში ინგლისის რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორი ბილ სვინი საქართველოს წარმომადგენლებს შეხვდა და ერთმანეთში სამომავლო სამწვრთნელო პარტნიორობა განიხილეს.
როგორც მოგეხსენებათ, ამ წლის ბოლოს, ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრები თბილისში გაემოემგზავრება და უმცროს "ბორჯღალოსნებთან" ორი მატჩს გამართავენ.
"შარშან ინგლისს შევხვდით. ეს ფანტასტიური იყო. შეთანხმება მიღწეულია. ჩვენი 20-წლამდელები ექვს ერში არ თამაშობენ, ამიტომ მათთვის ინგლისის წინააღმდეგ ძალების გამოცდა კარგი იქნება. გარდა ამისა, ჩვენ სხვა მხრივაც ვმუშაობთ ერთად და ეს სარაგბო ოჯახის განვითარების მშვენიერი მაგალითია. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ინგლისს და პირადად ბილს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორობა. გვინდა, რომ ინგლისურმა კლუბებმა ქართველ ბიჭებს მიხედონ და ეს ბაზარი გახსნან. ჩვენს მორაგბეებს ინგლისში ქართული ბრძოლის სტილის შეტანა შეუძლიათ." - განაცხადა სოსო ტყემალაძემ Sportsmail-თან საუბრისას.
სხვათაშორის, ინგლისის ყოფილი ფორვარდი ჯო ვორსლი საქართველოს სამწვრთნელო შტაბის ამჟამინდელი წევრია. ამ თვის დასაწყისში "ბორჯღალოსნების" ბურჯმა ნიკა აბულაძემ კონტრაქტი პრემიერშიპის მკვიდრ "ექსეტერთან" გააფორმა.
2020 წელს გამართული შემოდგომის ერთა თასის დროს, ინგლისისა და საქართველოს დაპირისპირება შედგა.
მიუხედავად ამისა, საქართველოს ნაკრები პირველი დონის გუნდებთან მატჩების ნაკლებობას განიცდის. ეს კი "ბორჯღალოსნებისთვის" არც ისე ხელსაყრელი პოზიციაა, რადგან მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფში უელსთან, ფიჯისთან და ავსტრალიასთან ერთად იასპარეზებენ. მათ გარდა, ჩვენს ქვეჯგუფში პორტუგალიის საკმაოდ კარგი გუნდი მოხვდა. იმისათვის, რომ ლევან მაისაშვილის გუნდმა მომავალი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ავტომატურად მოიპოვოს საგზური, ორი გამარჯვება სჭირდებათ.
როგორც უკვე ვიცით, რაგბის ხელმძღვანელები საინტერესო სიახლეზე შეთანხმდნენ. რაგბის გულშემატკივარი ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროს “დიდი ფინალს” იხილავს. Telegraph Sport-ის ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიება ორ წელიწადში ერთხელ გაიმართება. საინტერესოა, რომ მეორე ეშელონის განვითარებადი ქვეყნები, ისეთი როგორიცაა: საქართველო, სამოა და ტონგა შესაძლოა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და ტიერ 1-ის წარმომადგენლებთან გასამართი ტესტ-მატჩების რაოდენობა შეუმცირდეთ.
"ჩვენი პოზიცია ამ ტურნირის მიმართ უცვლელია. ამ აზრს ვეწინააღმდეგებით და ვიმედოვნებთ, რომ კომპეტენტური პირები მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც საუკეთესო იქნება რაგბის სამყაროსთვის." - ამბობს სოსო ტყემალაძე.
"ბორჯღალოსნებმა" წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატი კიდევ ერთხელ მოიგეს. ამჯერად, ფინალში პორტუგალია დავამარცხეთ და მსოფლიო რეიტინგში სარეკორდო მე-11 ადგილიც დავიკავეთ.
კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ წინ მსოფლიო ჩემპიონატი გველის, რომელიც საფრანგეთში გაიმართება. საქართველოს ნაკრები C ჯგუფში მოხვდა, სადაც უელსს, ავსტრალიას, ფიჯისა და პორტუგალიას დაუპირისპირდება.