ბორჯღალოსნების გაფართოებულ შემადგენლობაში ცვლილებებია
გერმანიიდან სამშობლოში დაბრუნებული ბორჯღალოსნები „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე 2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩისთვის ემზადებიან.
საქართველო წლის პირველ საშინაო შეხვედრას 10 თებერვალს თბილისში, „ავჭალაზე“, ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავს. თამაში 14 საათზე დაიწყება.
დესაუში გერმანიასთან 28:17 გამარჯვების შემდეგ, ცვლილებებია ბორჯღალოსნების გაფართოებულ რაზმში. შეკრება დატოვეს ბურჯებმა გიორგი ქართველიშვილმა და გიორგი ჩხარტიშვილმა, ასევე 9 ნომერმა გიორგი მარგალიტაძემ.
გუნდს დაემატნენ ბურჯები ბექა გიგაშვილი და სანდრო ქუნთელია, მესამეხაზელი ბექა გორგაძე, 9 ნომერი თენგიზ პერანიძე და ფრთა ლუკა ხორბალაძე. ხუთი მოთამაშიდან ორი გამოცდილია – გიგაშვილი (40 კეპი) და გორგაძე (42), ორს მწირი გამოცდილება აქვს – ქუნთელია (2) და პერანიძე (1), ხორბალაძე კი დებიუტანტია.
ბორჯღალოსნების გაფართოებული შემადგენლობა
შერკინება: დავით აბდუშელიშვილი (შავი ლომი), გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), გიორგი ახალაძე (ბეზიე), ლუკა ნიორაძე (ორიაკი), თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი), ვანო კარკაძე (მონპელიე), ირაკლი აფციაური (გრენობლი), ბექა გიგაშვილი (ტულონი), ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი); ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), გრიგორ ქერდიყოშვილი (შავი ლომი), გიორგი ჯავახია (გრენობლი), მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), გურამ ღანიაშვილი (გრენობლი); გიორგი კერვალიშვილი (შავი ლომი), გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე), ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი), ილია სპანდერაშვილი (შავი ლომი), ბექა შვანგირაძე (ორიაკი), ბექა გორგაძე (პო).
ხაზი: მიხეილ ალანია (ორიაკი), დავით ხუროშვილი (კლერმონი), თენგიზ პერანიძე (შავი ლომი); ლუკა მატკავა (შავი ლომი), თედო აბჟანდაძე (მონტობანი); მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), გიორგი კვესელაძე (შავი ლომი), დემურ თაფლაძე (შავი ლომი), თორნიკე კახოიძე (შავი ლომი); ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), შაკო აფციაური (შავი ლომი); მირიან მოდებაძე (შავი ლომი), დავით ნინიაშვილი (ლიონი), ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი), ლუკა ხორბალაძე (ლიონი).
წყარო: rugby.ge