საფრანგეთის ტოპ 14-ის უკანასკნელი ტურის უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში, "კლერმონი" "მონპელიეს" დაუპირისპირდა. დაძაბული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, 20:15 დასრულდა. გამარჯვების მიუხედავად, "კლერმონი" პლეი-ოფს მიღმა დარჩა, "მონპელიემ" კი მეორე ადგილი დაიკავა და საჩემპიონო ბრძოლაში ნახევარფინალური ეტაპიდან ჩაერთვება.
მატჩის 67-ე წუთზე, გელა აფრასიძემ ბურთი ფეხით გადაკიდა, თავადვე მიჰყვა და "კლერმონს" ულამაზესი ლელო დაუდო.