"მინდა ლევან მაისაშვილს ბოდიში ვუთხრა, ასეთი საფინალო თამაშისთვის" - მერაბ შარიქაძე
11 თვის წინ
რაგბი
1 წთ
ჩელენჯ ქაფის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში "შავი ლომი" "კლერმონთან" 3:36 დამარცხდა.
"შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე ლევან მაისაშვილმა ბოლო მატჩი ჩაატარა.
შეხვედრის შემდეგ ლევან მაისაშვილმა და მერაბ შარიქაძემ მედიასთან კომენტარი გააკეთეს
ეს არ არის ის დასასრული რასაც ჩემთვის ვისურვებდი, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშეთ. ყველა მოთამაშემ უნდა იცოდეს, რომ ასეთ შეხვედრაში შეცდომებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ძალიან დიდი გზა გავიარეთ ბოლო სამი წლის მანძილზე. ნებისმიერ წარუმატებლობის შემდეგ, უნდა ვიფიქროთ მომავალზე. ვწუხვარ, რომ ამდენი მაყურებლის წინაშე წავაგეთ, პირველად იყო ამდენი ხალხი "შავი ლომის" მატჩზე. ვერ შევძელით იმის გაკეთება რაც ჩავიფიქრეთ. ყველა ადამიანის ნაკეთები საქმე, არის მისი სავიზიტო ბარათი. არ იყო იოლი გზა, ჩვენ დავიწყეთ სრულიად ახალი გუნდის შენება, ამ დროს დაგვემთხვა კოვიდი. უამრავი პრობლემის მიუხედავად, დღეს ქართული რაგბი სრულიად სხვა სიმაღლეზეა ასული. - ლევან მაისაშვილი - "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელი
კლერმონი უძლიერესი გუნდია, მაღალი დონის რაგბი ითამაშეს და გასაქანი არ მოგვცეს. ვწუხვარ რო დავთმეთ ეს თამაში, არ გვინდოდა რომ ასე წაგვეგო ეს თამაში. მინდა ლევან მაისაშვილს ბოდიში ვუთხრა, ასეთი საფინალო თამაშისთვის, და მადლობა, მას თავი არ დაუზოგავს ჩვენთვის. მადლობა გუნდის და ჩემი პირადი სახელით. მის პერიოდში ისეთი მოგონებები შეიქმნა, რომელიც ქართული რაგბის ისტორიაში დარჩება. როცა რაღაც არ გამოგდის ეს გამოცდილებაა, ცხოვრება ასეა მოწყობილი. რაც დრო გადის, მეტად ვრწმუმდები, რომ მოგებიდან დიდ მარცხამდე 1 ნაბიჯია. კარგი გუნდები შეცდომებს არ გპატიობენ. - მერაბ შარიქაძე - გუნდის კაპიტანი