Belive

შეუჩერებელი ნინიაშვილი და ბრწყინვალე სალელოვე პასი მონპელიეს წინააღმდეგ

3 თვის წინ რაგბი
1 წთ

საფრანგეთის ელიტური სარაგბო ჩემპიონატის, Top 14-ის პირველ ტურში, "მონპელიესა" და "ლიონის" დაპირისპირება შედგა. სანახაობრივი და დრამატული მატჩი, რომელშიც ოთხმა ქართველმა მიიღო მონაწილეობა, მასპინძლების მარცხით, 22:26 დასრულდა.

როგორც აღვნიშნეთ, მატჩში ოთხმა ქართველმა მიიღო მონაწილეობა. "მონპელიეს" შემადგენლობაში, დაპირისპირებაში მარქაფიდან ჩაერთო ვანო კარკაძე, რომელმაც ლელოს გატანაც შეძლო. "ლიონის" კვართით ბექა საღინაძემ, დავით ნინიაშვილმა და ბექა შვანგირაძემ ითამაშეს.

დავით ნინიაშვილისგან ბრწყინვალე ლელოებით ვართ განებივრებული და მართალია ქართველმა ვარსკვლავმა "მონპელიეს" წინააღმდეგ ლელო ვერ გაიტანა, მაგრამ დიდებული სოლო რეიდი და სალელოვე პასი შემოგვთავაზა. ნინიაშვილმა "ლიონის" ბრწყინვალე შეტევა წამოიწყო, შემდეგ კი ბაპტისტ კუილუს სალელოვე პასი გაუკეთა.

აღსანიშნავია, რომ ასევე მაღალი დონის მატჩი ჩაატარა ბექა საღინაძემ, რომელიც მოედანზე ორივე გუნდის შემადგენლობაში გამორჩეული იყო. ქართველი მესამეხაზელის დიდებულ თამაშს უყურადღებოდ არ ჩაუვლია და Midi Olympique-მა ბექა საღინაძე პირველი ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.

სხვა სტატიები