გელა აფრასიძე ბორჯღალოსნებსა და ბაიონას გაურკვეველი ვადით ვერ დაეხმარება
10 თვის წინ
რაგბი
1 წთ
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული "ბაიონას" ჰავბეკი - გელა აფრასიძე, 2024 წელს მოედანზე არ გვინახავს. უკანასკნელი მატჩი, რომელშიც აფრასიძემ მონაწილეობა მიიღო, 2023 წლის 16 დეკემბერს გაიმართა ("ბაიონა" 11:12 "გლაზგო უორიორსი").
აღნიშნულ მატჩში, გელა აფრასიძემ ტვინის შერყევა მიიღო და "ბაიონას" სამედიცინო პერსონალი იძულებული გახდა, რომ სიფრთხილე გამოეჩინა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აფრასიძე ტვინის შერყევას იღებს, ამიტომ სამედიცინო სტაფის წარმომადგენლებმა სიფრთხილის ზომების გამკაცრება გადაწყვიტეს.
გელა აფრასიძის შესახებ საუბრისას, "ბაიონას" მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ სარეაბილიტაციო პერიოდის დასრულების კონკრეტული თარიღის დასახელება არ შეუძლია.