გავლენიანმა ფრანგულმა გამოცემამ ნინიაშვილი Top 14-ის სეზონის აღმოჩენად დაასახელა!
2 წლის წინ
რაგბი
3 წთ
- Tier 2 Rugby: ნინიაშვილი საუკეთესო ახალგაზრდა მორაგბედ უნდა დასახელდეს!
- Planet Rugby-ს კვირის სიმბოლურ გუნდში 4 ქართველი მოხვდა
- დავით ნინიაშვილი ზაფხულის ტესტების ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
- გარდიანმა ივლისის ტესტ-მატჩებიდან 6 მოთამაშე გამოარჩია, მათ შორის – დავით ნინიაშვილი
ნინიაშვილმა “ლიონში” სრულყოფილად დაიმკვიდრა თავი, სადაც თავდაპირველად აკადემიის მორაგბედ განიხილებოდა და 2021/22 წლების სეზონში, ესპუარების გუნდში უნდა ეასპარეზა. შრომისმოყვარეობის ხარჯზე, ნინიაშვილი ესპუარების ნაცვლად ძირითად გუნდში დამკვიდრდა – ტოპ 14-ში 10-ზე მეტ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ევროსარბიელზე, “ლიონის” ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი გახდა. შედეგად, ფრანგულმა კლუბმა მას კონტრაქტი 2025 წლამდე გაუხანგრძლივა.
“ეჭვგარეშეა, რომ დავით ნინიაშვილი გასული სეზონის უმთავრესი აღმოჩენაა. იმ დროს, როდესაც საქართველოდან ჩამოვიდა მას თითქმის არავინ იცნობდა, თუმცა, ტალანტით სრულიად სარაგბო ევროპა აღაფრთოვანა. ნინიაშვილმა TOP 14-ში მხოლოდ 8 მატჩი დაიწყო სასტარტო შემადგენლობაში, თუმცა, ყველა შემთხვევაში ფეთქებადი თამაშითა და ზებგერითი სისწრაფით გამოიჩინა თავი. ესაა ძირითადი თვისებები, რომლებსაც ნინიაშვილი საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებსა და "ჩელენჯ ქაფზე" იყენებდა. იტალიის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, ნინიაშვილმა არაერთი საფირმო გარბენი მოაწყო, რითიც მოწინააღმდეგის დაცვაში სრული ქაოსი შექმნა. ნინიაშვილმა მსოფლიო რაგბის საკუთარი თავი "ჩელენჯ ქაფის" ფინალში გააცნო. "ველოდრომზე" ნინიაშვილს კარიერის გამორჩეული მატჩი ჰქონდა და არა საუკეთესო, რადგან საუკეთესო მას ჯერ კიდევ წინ ელის", - Rugbyrama.გავლენიანი ფრანგული გამოცემის 5 გამორჩეულ მორაგბეს შორის, დავით ნინიაშვილთან ("ლიონი") ერთად, მაქს სპრინგი ("რასინგ 92"), მატიას ჰადადი ("ლა როშელი"), ჯერემი ფერნანდესი ("კასტრი") და ლუის ბილ-ბიარი ("ბორდო") მოხვდნენ.