Belive

სოლიდური თამაშით დაამტკიცა, რომ გამორჩეული ავტორიტეტია" - Rugbyrama გიგაშვილზე

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

ევროპის ჩელენჯ ქაფის 1/2-ფინალურ შეხვედრაში, "ტულონისა" და "ბენეტონის" დაპირისპირპირება შედგა. ტულონში გამარტული მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით 23:0 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მატჩის მე-6 წუთიდან "ტულონი" კაცნაკლული დარჩა - მთავარმა არბიტრმა უხეში ბოჭვის გამო, გუნდის კაპიტანი - შარლ ოლივონი გააძევა.

"ტულონის" გამარჯვებაში ლომის წილი ბექა გიგაშვილმა დაიდო, რომელიც 1/2-ფინალური მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ქართველმა ბურჯმა პირველ ტაიმში ლელოს გატანა შეძლო და მატჩის განმავლობაში მოედანზე გამორჩეული იყო, როგორც სტატიკაში - ასევე ღია თამაშში.

ბექა გიგაშვილის ბრწყინვალე თამაშს ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა Rugbyrama გამოეხმაურა:

"ბექა გიგაშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ, სრულიად დამსახურებულად დასახელდა. უკანასკნელი სეზონების განმავლობაში გიგაშვილმა მიგვაჩვია, რომ შერკინებაში მოწინააღმდეგეებს უბრალოდ ანადგურებს. მატჩის მე-20 წუთზე, გიგაშვილის შეჩერება რამდენიმე მეტოქემ ვერ შეძლო და ქართველმა ბურჯმა მისი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ლელო გაიტანა. "გრენობლის" ყოფილმა ბურჯმა 1/2-ფინალში სოლიდური პერფორმანსით შეძლო თავის გამოჩენა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ "ტულონის" ერთ-ერთი გამორჩეული ავტორიტეტია".

შეგახსენებთ, ევროპის ჩელენჯ ქაფის ფინალში, "გლაზგო უორიორსისა" და "ტულონის" დაპირისპირება შედგება. ფინალური მატჩი 19 მაისს გაიმართება.

სხვა სტატიები