Belive

ფიჯი ავსტრალიის წინააღმდეგ უძლიერესი შემადგენლობით ითამაშებს

7 თვის წინ რაგბი
1 წთ

2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის C-ჯგუფის მე-2 ტურის შეხვედრაში, ავსტრალიისა და ფიჯის დაპირისპირება შედგება. პრინციპული მატჩი 17 სექტემბერს, 19:45 საათზე გაიმართება.

პირველ ტურში, უელსთან განცდილი მარცხის შემდეგ, ფიჯის გამარჯვება ესაჭიროება იმისთვის, რომ პლეი-ოფში გასვლის შანსი შეინარჩუნოს. ურთულესი მისიის შესასრულებლად, ფიჯის მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავსტრალიასთან უძლიერეს შემადგენლობას უხმო. 

ფიჯის შემადგენლობა

შერკინება: 1. ერონი მავი 2. სემ მატავესი 3. ლუკ ტაგი 4. ისოა ნასილასილა 5. ტე აივარუ ცირიკადავეტა 6. ლეკიმა ტაგიტაგივალუ 7. ლევანი ბოტია 8. ვილიამე მატა

ხაზი: 9. სიმიონე კურუვოლი 10. ტეტი ტელა 11. სემი რადრადრა 12. ჯოშუა ტუისოვა 13. ვაისეა ნაიაქალევუ (C0 14. ჯიუტა ვაინიქოლო 15. ილაისა დროასესე

მარქაფა: 16. ტევიტა იკანივერე 17. პენი რავაი 18. მესაკე დოგი 19. ტემო მაიანავანუა 20. ალბერტ ტუისუე 21. ფრენკ ლომანი 22. ვილიმონი ბოტიტუ 23. ვინაია ჰაბოსი

შეგახსენებთ, ავსტრალიის შემდეგ, მფრინავი ფიჯელები საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდებიან. ფიჯისა და საქართველოს მატჩი 30 სექტემბერს, ბორდოში გაიმართება.

სხვა სტატიები