დავით ნინიაშვილი საუკეთესოთა შორის მოხვდა
2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპი თანდათან დასკვნით ფაზაში შედის. მონაწილეთა უმრავლესობამ უკვე მოასწრო 3 მატჩის გამართვა და პლეი-ოფში გასული რამდენიმე გუნდის ვინაობაც ცნობილია.
რაგბის მსოფლიო თასის ოფიციალურ ვებგვერდზე საინტერესო სტატისტიკა გამოქვეყნდა, სადაც ბორჯღალოსნების ფულბექი - დავით ნინიაშვილი მოწინავე ადგილს იკავებს. საქმე ეხება, მოთამაშის მიერ ფეხით დარტყმული ბურთის შედეგად დაფარულ დისტანციას.
აღნიშნულ კომპონენტში პირველ ადგილზე, საფრანგეთის მორაგბეთა ნაკრების ფულბექი ტომა რამოსი იმყოფება, რომელმაც ფეხით დარტყმებით, ჯამში 1082 მეტრი გამოიმუშავა. მეორე ადგილზე ინგლისელი ჯორჯ ფორდია (983) მეტრი, ხოლო მესამე ადგილს დავით ნინიაშვილი იკავებს, რომელმაც 888 მეტრი დააგროვა. აღსანიშნავია, რომ ბორჯღალოსნებმა და ნინიაშვილმა ამ დროისთვის მხოლოდ ორი მატჩი გამართეს.