ცნობილია არბიტრების ვინაობა, რომლებიც 1/4-ფინალურ მატჩებს მოემსახურებიან
2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, 1/4-ფინალში უძლიერესმა წყვილებმა მოიყარა თავი. ნეიტრალური გულშემატკივრისთვის გულდასაწყვეტია ის გარემოება, რომ მსოფლიოს 4 უძლიერესი სარაგბო ნაკრებიდან (საფრანგეთი, ირლანდია, სამხრეთ აფრიკა, ახალი ზელანდია) 2 ნახევარფინალში გასვლას ვერ შეძლებს, რადგან მსოფლიოს რაგბის უსამართლო პრინციპის გამო, ერთ მხარეს უძლიერესმა გუნდებმა მოიყარეს თავი - მეორე მხარეს კი შედარებით სუსტებმა.
მსოფლიო თასის 1/4-ფინალურ მატჩებს უმაღლესი კატეგორიის არბიტრები მოემსახურებიან. უელსისა და არგენტინის დაპირისპირებას იაკო პეიპერი გაუძღვება. ინგლისელი უეინ ბარნსი ირლანდიისა და ახალი ზელანდიის დაპირისპირებას განსჯის. მეტიუ რეინალი ინგლისისა და ფიჯის მატჩზე გაირჯება, ხოლო ახალ ზელანდიელ ბენ ო'კიფის ყველაზე რთული მისია ერგო და საფრანგეთისა და სამხრეთ აფრიკის მატჩს გაუძღვება.