ნიკა ამაშუკელი ჩელენჯ თასის 1/2-ფინალურ მატჩს იმსაჯებს
რაგბის ქართველი არბიტრი, 30 წლის ნიკა ამაშუკელი, ჩელენჯ თასის 1/2-ფინალში, "ედინბურგისა" და "ბათის" მატჩში მთავარ მსაჯად დაინიშნა.
ედინბურგი Vs. ბათი - მთავარი მსაჯი ნიკა ამაშუკელი.
ჩემპიონთა თასის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, "ედინბურგისა" და "ბათის" დაპირისპირებას, ნიკა ამაშუკელი მთავარი მსაჯის რანგში მოემსახურება. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კვირის წინ ქართველმა არბიტრმა ჩემპიონთა თასის 1/8 და 1/4-ფინალური მატჩებშიც იმსაჯა.
შოტლანდიურ - ინგლისურ დაპირისპირება 3 მაისს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება, რომლის ყურებასაც რაგბი ტვ-ს საშუალებით შეძლებთ.
აქვე შეგახსენებთ, რომ ჩელენჯ თასის ტიტულისთვის იბრძვის ფრანგული კლუბი "ლიონიც", რომელშიც 4 ქართველი - დავით ნინიაშვილი, ბექა საღინაძე, ბექა შვანგირაძე და ირაკლი აფციაური თამაშობენ.
"ლიონი" 1/2-ფინალში "რასინგ 92"-ს დაუპირისპირდება. მატჩი 4 მაისს, 15:30 საათზეა ჩანიშნული.