Belive

ეს არის მოანა პასიფიკა - კუნძულელი მორაგბეების ემოციური სიმღერა

2 წლის წინ რაგბი
1 წთ
2020 წელს, სარაგბო კლუბი "მოანა პასიფიკა" დაარსდა, რომელიც თავის რიგებში წყნარი ოკეანის კუნძულელ მორაგბეებს აერთიანებს. "მოანა პასიფიკამ" ახალ ზელანდიაში ან ავსტრალიაში დაბადებული მორაგბეები, რომელთაც წყნარი ოკეანის კუნძულების წარმომავლობა გააჩნიათ - ასევე ფიჯის, ტონგას, სამოასა და კუკის კუნძულების საუკეთესო წარმომადგენლები ერთ კლუბში გააერთიანა და სადებიუტო შეხვედრაში "მაორი ოლ ბლექსს" დაუპირისპირდა. "მოანა პასიფიკა" და "ფიჯიან დრუა" ელიტარულ სარაგბო საკლუბო ჩემპიონატში სადებიუტო სეზონს ატარებენ. მართალია სუპერ რაგბიში კუნძულელთა სადებიუტო სეზონი არც ისე სახარბიელოდ მიმდინარეობს და "მოანა პასიფიკა" ჯერ კიდევ სანუკვარი გამარჯვების ძიებაშია, მაგრამ მოედანზე განცდილი მარცხი, მორაგბეებს სიმღერაში ხელს არ უშლის. სოციალურ ქსელებში გავრცელდა "მოანა პასიფიკას" გასახდელში გადაღებული ვიდეო, რომელშიც კუნძულელი მორაგბეები, მრავალხმიან ემოციურ სიმღერას ასრულებენ.

სხვა სტატიები