Belive

The Guardian | რაგბის საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი 2028 წელს გაიმართება

8 თვის წინ რაგბი
2 წთ
  • წამყვანი ქვეყნების წარმომადგენლებმა, თარიღი და ფორმატი უკვე შეათანხმეს

  • ჩემპიონთა თასის პლეი-ოფი არ გაიმართება, რათა კალენდარში ადგილი გამოთავისუფლდეს

მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთისა და სამხრეთის წარმომადგენლები პრინციპულ დეტალებზე შეთანხმდნენ, რაგბის კავშირის პირველი საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი 2028 წლის ივნისში გაიმართება. მიღწეული შეთანხმების შედეგად, დადგინდა, რომ აღნიშნულ წელს ჩემპიონთა თასის გამარჯვებული არ გამოვლინდება, რადგან საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი აღნიშნული ტურნირის პლეი-ოფის სისტემას ჩაანაცვლებს.

საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე, ჩემპიონთა თასიდან 8 კლუბი მიიღებს მონაწილეობას. სუპერ რაგბის 6 წარმომადგენელი ეყოლება, ხოლო 2 კვოტა იაპონიის რაგბის ლიგის კლუბებს გადაეცემა. გავრცელებული ინფორმაციით, ტურნირი პლეი-ოფის სისტემით გაიმართება და მატჩები ივნისის 4 კვირის განმავლობაში ჩატარდება.

პირველი მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ჩრდილოეთ ნახევარსფეროს რომელიმე ერი გახდება და ტურნირი ყოველ 4 წელიწადში ერთხელ გაიმართება. ასევე, ყოველ 4 წელში ერთხელ შეიცვლება ჩელენჯ ქაფის ფორმატიც, რათა ახალ გლობალურ მოვლენას მეტი ხელშეწყობა ჰქონდეს. ამჟამინდელი მოცემულობით, ჩემპიონთა თასის პლეი-ოფში გასული 16 კლუბიდან - 8 საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე გააგრძელებს ასპარეზობას, ხოლო ის 8 კლუბი, რომელიც ტურნირის მიღმა დარჩება, ჩელენჯ ქაფის პლეი-ოფის გვიანდელ სტადიაზე ჩაერთვება.

სხვა სტატიები