Belive

ოფიციალურად: მელბურნ რებელსი სუპერ რაგბიდან მოკვეთეს

6 თვის წინ რაგბი
1 წთ

"მელბურნ რებელსის" დღეები სუპერ რაგბიში დასრულდა, მას შემდეგ რაც ავსტრალიის რაგბის კავშირმა დაადასტურა, რომ ფრენჩაიზის ლიცენზიას არ აღადგენს.

სუპერ რაგბის მე-14 ტურში, "დრუას" წინააღმდეგ გასამართ მატჩამდე 2 დღით ადრე, ავსტრალიის რაგბის კავშირის წარმომადგენლებსა და "რებელსის" მოთამაშეებს შორის, სპეციალური შეხვედრა შედგა, სადაც მორაგბეებს მიღებული გადაწყვეტილება აცნობეს.

რაგბი ავსტრალია აღნიშნავს, რომ 2025 წლის სუპერ რაგბის წყნარი ოკეანის ტურნირში მონაწილეობის მისაღებად წარდგენილი განცხადება არ დაკმაყოფილდა. ავსტრალიის რაგბის კავშირის წარმომადგენლებმა მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, კონსორციუმს აცნობეს და აღნიშნეს, რომ აპლიკაცია ვერ აკმაყოფილებდა საკმარის ფინანსურ უზრუნველყოფას.
-

"დრუას" წინააღმდეგ გასამართი მატჩი, ფრენჩაიზისთვის პოტენციურად ბოლოა. მიუხედავად იმისა, რომ "რებელსმა" 1/4-ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ბედის ირონიით, ფრენჩაიზის 14-წლიანი არსებობის ისტორიაში საუკეთესო სეზონი, ასევე იქნება ის სეზონი, რომელშიც "რებელსი" არსებობას შეწყვეტს.

ოფიციალურ განცხადებას მელბურნ "რებელსიც" გამოეხმაურა. ფრენჩაიზის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ კლუბში ყველა განადგურებულია მიღებული გადაწყვეტილებით. აღსანიშნავია, რომ ავსტრალიური კლუბი ფინანსური პრობლემების წინაშე კოვიდ პანდემიის შედეგად აღმოჩნდა. "რებელსის" წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სხვადასხვა კრედიტორის წინაშე, 20 მილიონ დოლარიანი დავალიანება აქვთ, თუმცა, მოგვიანებით ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ დავალიანება 22 მილიონ დოლარს შეადგენდა.