ედი ჯონსის ექსპერიმენტი - 9 ფორვარდი ბორჯღალოსნების წინააღმდეგ
4 წლის წინ
რაგბი
2 წთ
"ქართველები ჭიდაობის ფუძემდებლებად ითვლებიან. ფიზიკურად საკმაოდ ძლიერი ვაჟკაცები - მათთვის ფიზიკურად ძალას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ძლიერი შერკინებისა და ამ კომპონენტში დომინირების წყალობით, საქართველო მსოფლიოს ტოპ-15-ში ღირსეულ ადგილს იკავებს. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ფორვარდები ხისტი თამაშით არიან ცნობილი - ამჯერადაც იგივეს ველით. 2015 წლის რაგბის მსოფლიო თასის წინ, "ბორჯღალოსნებს" იაპონიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები დაუპირისპირდა. საქართველოს წინააღმდეგ 9 ფორვარდი და 6 ბექი გავიყვანე. "ბორჯღალოსნების" სიძლიერე კარგად მახსოვს. "შემოდგომის ერთა თასზე" შესაძლოა იგივე ტაქტიკა გამოვიყენო და საქართველოს 9 ფორვარდით დავუპირისპირდე. ოლი თორლი, ბენ ერლი და კიდევ რამდენიმე ფიზიკურად ძლიერი მორაგბის გამოყენება შემიძლია. ტრადიციულ ფორმაციაში 8 ფორვარდი და 7 ბექია - თუმცა ექსპერიმენტის ჩატარება და მოედანზე 9 ფორვარდით გასვლა არავის აუკრძალავს", - აღნიშნა ედი ჯონსმა.შეგახსენებთ, "შემოდგომის ერთა თასზე" ინგლისისა და საქართველოს დაპირისპირება 14 ნოემბერს, თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება. ლეგენდარულ "თვიქენჰემზე", რომლის ტევადობა 82.000 შეადგენს, გულშემატკივართა დასწრება აკრძალულია.