Belive

"ავსტრალიაში მოსაგებად ვითამაშებთ" - რიჩარდ კოკერილი

4 თვის წინ რაგბი
1 წთ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ზაფხულის მე-3 ტესტ-მატჩს ავსტრალიის წინააღმდეგ გამართავს. "ვოლაბებისა" და "ბორჯღალოსნების" დაპირისპირება 20 ივლისს, 09:45 საათზე, სიდნეიში გაიმართება.

პრინციპული მატჩის წინ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - რიჩარდ კოკერილმა ავსტრალიურ მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ბორჯღალოსნები" სიდნეიში მხოლოდ მოსაგებად ითამაშებენ.

ისინი პრაგმატულები არიან და მოედნის სწორ ადგილებში თამაშობენ. ეს უფრო ჩრდილოეთ ნახევარსფეროს რაგბის სათამაშო სტილს ჰგავს.

"ვოლაბები" დერეფნებში საკმაოდ სახიფათონი არიან და რამდენიმე ძალიან კარგი ლელოც გაიტანეს. თუ თამაშს აგებ და არ გაქვს შესაძლობა, რომ მატჩი სწორად მართო - მათ გააჩნიათ უდიდესი ძალა საიმისოდ, რომ მაგრად გატკინონ. ვფიქრობ, თუ შევძლებთ, რომ მინდორზე ჩვენი საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ, ავსტრალიას პრობლემებს შევუქმნით.

გასულ კვირას კარგი გამარჯვება მოვიპოვეთ და რამდენიმე დასამახსოვრებელი მომენტიც გვქონდა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ბევრი რამ გვაქვს გასაუმჯობესებელი და ჯერ კიდევ ვსწავლობთ. შეიძლება ითქვას, რომ გარდამავალ ფაზაში ვართ - ისეთივეში, როგორშიც ავსტრალია იყო, თუმცა "ვოლაბებს" მეტი ხარისხი და სიღრმე აქვთ.

რეალობა არის ის, რომ ჩვენ აქ მოსაგებად მოვედით. ჩვენ ვეცდებით გამარჯვება მოვიპოვოთ - ვნახავთ, ეს რამდენად რეალურია. - რიჩარდ კოკერილი.

შეგახსენებთ, ავსტრალია და საქართველო ერთმანეთს ორჯერ დაუპირისპირდნენ. ორივე მატჩი რაგბის მსოფლიო თასის ეგიდით გაიმართა და ავსტრალიელთა გამარჯვებით დასრულდა. 2019 წელს, "ვოლაბებმა" 27:8 დაგვამარცხეს, ხოლოდ 2023 წელს გამართული მატჩი 35:15 დასრულდა.

სხვა სტატიები