Belive

"ჩვენ და საქართველო განვითარების ერთ ეტაპზე ვართ" - ფიჯის მწვრთნელი

7 თვის წინ რაგბი
1 წთ

2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის პრინციპულ მატჩში, ფიჯისა და საქართველოს დაპირისპირება გაიმართება. 30 სექტემბერს, ბორდოში, მფრინავი ფიჯელები ბორჯღალოსნებს შეერკინებიან და ბონუსით გამარჯვების შემთხვევაში, 1/4-ფინალის საგზურს გაინაღდებენ.

მოახლოებული მატჩის წინ, ფიჯის მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, საიმონ რაივალუიმ ბორჯღალოსნების შესახებ ისაუბრა.

საბედნიეროდ, ფიჯის შესახებ ახლა მხოლოდ დადებითად საუბრობენ. ჩვენი გეგმები უცვლელია, ამიტომ მომდევნო მატჩისთვის განსაკუთრებით ვემზადებით. საქართველოს დიდ პატივს ვცემთ. ბორჯღალოსნებთან მატჩი ჩვენთვის დიდი გამოწვევაა - საქართველოს რამდენჯერმე დავუპირისპირდით და ვთვლი, რომ განვითარების ერთ ეტაპზე ვართ. - საიმონ რაივალუი.

სხვა სტატიები