Belive

"ჩვენ არასდროს შევწყვეტთ ბრძოლას" - ლევან მაისაშვილი

7 თვის წინ რაგბი
1 წთ

სულ ცოტა დრო რჩება რაგბის მსოფლიო თასის დაწყებამდე. 2023 წლის საუკეთესო ნაკრების ვინაობას გუნდები საფრანგეთში გაარკვევენ. საქართველო C ჯგუფში უელსთან, ავსტრალიასთან. ფიჯისთან და პორტუგალიასთან ერთად იასპარეზებს. 

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე გავლენიანმა სარაგბო გამოცემამ Rugby Pass-მა "ბორჯღალოსნების" მთავარ მწვრთნელთან ლევან მაისაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა და მისი თამამი განცხადებაც გაავრცელა.

 

"გპირდებით, მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი დონის მინიმუმ ერთ ნაკრებს დავამარცხებთ. შეიძლება ეს ხმამაღალი განცხადებაა, თუმცა, მე ამის გაკეთება ძალიან მინდა. შემდეგ.... თქვენ გაქვთ წარმოდგენა რა იქნება შემდეგ? - მე არა.
რა გვჭირდება? თანმიმდევრულობა. ჩვენ დიდი მხარდაჭერა გვაქვს. თუ კომერციულ მხარეს ნაკრებთან თანამშრომლობა დასჭირდება, მათ დიდი კონკურენციის გავლა მოუწევს.
თუ სპორტულ მხარეს შევხედავთ, ჩვენს სპორტულ მიღწევებს თვალს ვერ ავარიდებთ. ამის მშვენიერი მაგალითია ჩვენი ეროვნული, 20-წლამდელთა ნაკრები და "შავი ლომი".
ჩვენ ახალი გამოწვევები გვჭირდება, რადგან ნოემბრიდან ივლისამდე დიდი პაუზა გვაქვს, რადგან ამ დროს ჩვენი ერთადერთი შეჯიბრი რაგბის ევროპის ჩემპიონატია, რომელშიც მეორე დონის ქვეყნებს ვეთამაშებით. დამატებითი შეჯიბრების გარეშე, ჩვენი განვითარება შეჩერდება. ჩვენ მსოფლიო რაგბისთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ზოგიერთი საკითხი ჯერ კიდევ არ არის მოგვარებული. მე მესმის, რომ ზოგიერთი ტურნირი, როგორიცაა 6 ერი, კომერციული ხასიათისაა. თუმცა, დამატებითი თამაშების გარეშე, ჩვენი განვითარება შეუძლებელია. - ლევან მაისაშვილი

მაისაშვილმა ბევრი ისაუბრა იმაზე, თუ რას ნიშნავს იყო ქართველი. გარდა ამისა, ყურადღება გაამახვილა თუ რა რთულ პირობებში უწევდა საქართველოს ნაკრებს არსებობა.  

ჩვენი დნმ-სთან: ჭიდაობა, შერკინება და ბრძოლა ძალიან ახლოსაა, მაგრამ თუკი საერთაშორისო რაგბის შევხედავთ, მივხვდებით, რომ მათ წინააღმდეგ, მხოლოდ ერთ იარაღს ვერ გამოვიყენებთ. წარმატების მისაღწევად ჩვენ უნდა ვიყოთ თანაბრად ჭკვიანები და სწრაფები.
საქართველო ყოველთვის პატარა ქვეყანა იყო და ჩვენი იდენტობის ნაწილია მებრძოლი სული. რაგბი ცხოვრების წესია. ის აჩვენებს მთელ ჩვენს იდენტობას, ჩვევებს, ძლიერ და სუსტ მხარეებს. მოედანზე ამის დამალვა კი შეუძლებელია." -

"ბორჯღალოსნების" შანსებს რაგბის გულშემატკივრები საკმაოდ სკეპტიკურად უყურებენ, თუმცა, ლევან მაისაშვილი ოპტიმისტურადაა განწყობილი. 

„ჩვენ დავამარცხეთ პირველი დონის ორი ქვეყანა. ვინ იქნება შემდეგი? Მე არ ვიცი. მაგრამ ვიღაც იქნება შემდეგი. ჩვენ ვიპოვით თამაშისა და განვითარების სხვა გზებს. საქართველო არასოდეს შეწყვეტს ბრძოლას. ” - ლევან მაისაშვილი

"ბორჯღალოსნები" პირველ შეხვედრას ავსტრალიის წინააღმდეგ გამართავენ. "სტად დე ფრანსეზე" ჩანიშნული მატჩი 9 სექტემბერს 20:00 საათზე გაიმართება. 

სხვა სტატიები