Belive

"მსაჯობა მატჩის შესაბამისი დონის არ ყოფილა" - ანტუან დუპონი

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე 1/4-ფინალური სტადია დასრულდა. გულშემატკივარმა არაჩვეულებრივი სანახაობა იხილა. ალბათ, ყველაზე გამორჩეული მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის - სამხრეთ აფრიკისა და მასპინძელი საფრანგეთის დაპირისპირება იყო. ორივე გუნდმა მოედანზე მაქსიმუმი გააკეთა და "სტად დე ფრანსეზე" საოცარი მატჩიც შედგა. "ქურციკებმა" მოწინააღმდეგე 28:29 დაამარცხეს და მსოფლიო ჩემპიონატის 1/2 ფინალში გავიდნენ. ჟაკ ნინაბერის გუნდს ფინალში გასასვლელად ინგლისის დამარცხება მოუწევს.

აღსანიშნავია, რომ მატჩის დასრულების შემდეგ, საფრანგეთის ნაკრების კაპიტანმა ანტუან დუპონმა მსაჯები გააკრიტიკა. მისი თქმით, მსაჯობის დონე 1/4-ფინალურ მატჩს არ შეესაბამებოდა.

ახლა საუბარი მიჭირს რადგან ძალიან იმედგაცრუებული ვარ. შეხვედრაში იყო მომენტები, სადაც არბიტრს აუცილებლად უნდა ჩაესტვინა. არ მინდა მსაჯობაზე ვიწუწუნო, თუმცა, ვფიქრობ, მსაჯობა მატჩის შესაბამისი დონის არ ყოფილა. - განაცხადა ანტუან დუპონმა

1/2-ფინალური წყვილები ასე გამოიყურება: არგენტინა - ახალი ზელანდია; ინგლისი - სამხრეთ აფრიკა. პირველი ნახევარფინალური მატჩი არგენტინასა და ზელანდიას შორის 20 ოქტომბერს გაიმართება. ხოლო. ინგლისისა და სამხრეთ აფრიკის დაპირისპირება 21 ოქტომბერს შედგება. აღსანიშნავია, რომ ორივე შეხვედრა 23:00 საათზე არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები