ჩესლინ კოლბი მეგა კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოს არის
მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ჩესლინ კოლბი მეგა კონტრაქტის გაფორმებასთან ძალიან ახლოს არის. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამხრეთ აფრიკელი მორაგბე იაპონიის ლიგის ერთ-ერთი ლიდერის Suntory Sungoliath რიგებში ითამაშებს.
სამხრეთ აფრიკული გამოცემის News24-ის თანახმად, კოლბი იაპონიაში გადასვლის შემდეგ, სეზონში 155 მილიონ იენს მიიღებს, რაც 1 მილიონ დოლარზე მეტია.
Japan rugby in a nutshell.
— Rich Freeman (@FreemanrugbyJPN) June 6, 2023
On the day reports from South Africa suggest Cheslin Kolbe will sign for Sungoliath for between 130-155 million yen a season, Red Dolphins announce more departures making it 23 players and 21 staff leaving.#Haves #Havenots
კოლბის ამჟამინდელმა კლუბმა "ტულონმა" განაცხადა, რომ მათ მორაგბესთან შეთანხმებას უკვე მიაღწიეს და დიდია ალბათობა, რომ სამხრეთ აფრიკელი მალე ამომავალი მზის ქვეყანაში ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ ჩესლინს ფრანგულ კლუბთან კიდევ სამწლიანი კონტრაქტი აკავშირებდა.
სულ ცოტა დრო რჩება რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის დაწტებამდე. მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი B ჯგუფში იასპარეზებს, სადაც შოტლანდიასთან, ირლანდიასთან, ტონგასთან და რუმინეთთან ერთად მოხვდა. სამხრეთ აფრიკა მსოფლიო თასისთვის ბრძოლას 10 სექტემბერს შოტლანდიასთან შეხვედრით გახსნის.