"პატივისცემა საქართველოს, მათ დაამტკიცეს რომ დიდი გუნდია" - ფიჯის მთავარი მწვრთნელი
1 წლის წინ
რაგბი
1 წთ
2023 წლის C-ჯგუფის მესამე ტურის შეხვედრაში, ფიჯისა და საქართველოს დაპირისპირება შედგა.
ბორდოში, "მატმუტ ატლანტიკზე" გამართული დაძაბული მატჩი, ფიჯის გამარჯვებით 17:12 დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფიჯის პლეი-ოფში გასასვლელად მხოლოდ 1 ქულა ესაჭიროება, ხოლო ბორჯღალოსნები მსოფლიო თასზე კვლავ მოგების გარეშე ასპარეზობენ.
მატჩის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ფიჯის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - საიმონ რაივალუიმ, ბორჯღალოსნების მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
პირველი ტაიმი ჩვენთვის ცუდად წარიმართა, თუმცა მეორე ტაიმში მეტოქის წნეხში მოქცევა შევძელით, რაც თამაშის შედეგშიც აისახა.
საქართველოს კარგად ვიცნობთ და როგორც ვთქვი იოლი შეხვედრა არ გვქონდა, პატივისცემა ამ გუნდა, მათ დაამტკიცეს რომ დიდი გუნდია. ამ შეხვედრისთვის კარგად მოსამზადებლად ყველაფერი გავაკეთეთ, ახლა პორტუგალიასთან მატჩზე გადავერთვებით. - განაცხადა საიმონ რაივალუიმ
ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩებს საქართველო და ფიჯი შესაბამისად უელსთან და პორტუგალიასთან ჩაატარებენ