Belive

ჩელენჯ ქაფზე შავი ლომის მატჩების განრიგი ცნობილია

5 თვის წინ რაგბი
1 წთ

ჩელენჯ ქაფის ახალი სეზონის ჯგუფურ ეტაპზე, "შავი ლომის" მატჩების განრიგი გახდა ცნობილი. ქართული ფრენჩაიზი თბილისში ორ მატჩს გამართავს და ფრანგულ კლუბებს - "ვანსა" და "ბაიონას" დაუპირისპირდება, სტუმრად კი "სქარლეტსსა" და "ედინბურგს" შეერკინება.

ჩელენჯ ქაფის 2024/25 წლების სეზონის პირველი თამაში "მიხეილ მესხზე" 7 დეკემბერს გაიმართება, რომელშიც ქართული ფრენჩაიზი ფრანგულ "ვანს" უმასპინძლებს. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას, "შავი ლომი" 2025 წლის 19 იანვარს, "ედინბურგის" წინააღმდეგ გამართავს.

"შავი ლომის" განრიგი

7 დეკემბერი - თბილისი - "შავი ლომი" Vs. "ვანი"

15 დეკემბერი - ლჰანეჰლი - "სქარლეტსი" Vs. "შავი ლომი"

11 იანვარი - თბილისი - "შავი ლომი" Vs. "ბაიონა"

19 იანვარი - ედინბურგი - "ედინბურგი" Vs. "შავი ლომი"

შეგახსენებთ, "შავი ლომი" ჩელენჯ ქაფზე მეორედ ასპარეზობს. გასულ სეზონში, ქართულმა ფრენჩაიზმა სტუმრად "სკარლეტსის" დამარცხება შეძლო და ევროპულ საკლუბო ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.

სხვა სტატიები