Belive

"ბრაზმა და წარსულში მიღებულმა სიმწარემ არ უნდა გადაგვძლიოს" - მერაბ შარიქაძე

9 თვის წინ რაგბი
2 წთ

17 მარტს, 23:55 საათზე, პარიზში რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალი გაიმართება, რომელშიც საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდება.

ბორჯღალოსნები უკვე პარიზში იმყოფებიან და ფინალური მატჩისთვის აქტიურად ემზადებიან. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა - მერაბ შარიქაძემ, მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავარია მოთამაშეებმა ემოციები გააკონტროლონ.

მთავარია ემოციებს არ ავყვეთ. პორტუგალიასთან თამაში ჩვენთვის შესაძლოა ზედმეტად პრინციპულიც კი არის და ასეთ დროს ემოციებზე აყოლის საფრთხე არსებობს, რასაც მერე უარყოფითი შედეგი მოაქვს ხოლმე. მნიშვნელოვანია მთელი კვირა საქმეზე ვიყოთ კონცენტრირებული და მერე უშუალოდ თამაშისას გავაკონტროლოთ ემოციები. ბრაზმა და წარსულში მიღებულმა სიმწარემ არ უნდა გადაგვძლიოს. - მერაბ შარიქაძე

პორტუგალიის შესახებ ლუკა მატკავამაც ისაუბრა, რომელმაც მეტოქის სიძლიერეს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ თანაგუნდელების შესაძლებლობების სჯერა.

პორტუგალია ძლიერი ოპონენტია. სამწუხაროდ, 2023 წლის მსოფლიო თასზე მათთან ის შედეგი ვერ მივიღეთ, რაც გვსურდა. ყველა მოთამაშე მაქსიმალურადაა მობილიზებული და ვფიქრობ, ფინალში ჩვენი შესაძლებლობების 100%-ს ვაჩვენებთ. - ლუკა მატკავა

ბორჯღალოსნების გაფართოებული შემადგენლობა 2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

შერკინება: გიორგი ახალაძე (ბეზიე), დავით აბდუშელიშვილი (შავი ლომი), გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), ვანო კარკაძე (მონპელიე), ლუკა ნიორაძე (ორიაკი), ნიკოლოზ სუთიძე (ლა როშელი), ირაკლი აფციაური (გრენობლი), ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი), ბექა გიგაშვილი (ტულონი); გრიგორ ქერდიყოშვილი (შავი ლომი), გიორგი ჯავახია (გრენობლი), მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), ლადო ჩაჩანიძე (ნევერი), დემურ ეფრემიძე (შავი ლომი); თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი), ილია სპანდერაშვილი (შავი ლომი), ბექა გორგაძე (პო), გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე), ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი).

ხაზი: მიხეილ ალანია (ორიაკი), თენგიზ პერანიძე (შავი ლომი), ვასილ ლობჟანიძე (ტულონი); ლუკა მატკავა (შავი ლომი), თედო აბჟანდაძე (მონტობანი); მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), გიორგი კვესელაძე (შავი ლომი), დემურ თაფლაძე (შავი ლომი), თორნიკე კახოიძე (შავი ლომი); ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), გიორგი შველიძე (ბრივი); ლუკა ხორბალაძე (ლიონი), დავით ნინიაშვილი (ლიონი), ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი).

სხვა სტატიები