Belive

"ვფიქრობ საქართველოსთან მძიმე თამაში იქნება" - ავსტრალიელი მორაგბე

5 თვის წინ რაგბი
1 წთ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ზაფხულის მე-3 ტესტ-მატჩს ავსტრალიის წინააღმდეგ გამართავს. "ვოლაბებისა" და "ბორჯღალოსნების" დაპირისპირება 20 ივლისს, 09:45 საათზე, სიდნეიში გაიმართება.

პრინციპული მატჩის წინ, ავსტრალიის მორაგბეთა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ბენ დონალდსონმა "ბორჯღალოსნების" შესახებ ისაუბრა.

საქართველო ჯერ კიდევ ამოუცნობი გუნდია. მათ წინააღმდეგ ხშირად თამაში არ გვიწევს. გასულ წელს გამართული მატჩიდან გარკვეული გამოცდილება მივიღეთ, თუ როგორი სტილით თამაშობენ და ვინ არიან მათი გამორჩეული მოთამაშეები. დამაჯერებელი გამარჯვება ვერ მოვიპოვეთ, მაგრამ იმ შეხვედრამ თავდაჯერება შეგვმატა. - ბენ დონალდსონი.

შეგახსენებთ, ავსტრალია და საქართველო ერთმანეთს ორჯერ დაუპირისპირდნენ. ორივე მატჩი რაგბის მსოფლიო თასის ეგიდით გაიმართა და ავსტრალიელთა გამარჯვებით დასრულდა. 2019 წელს, "ვოლაბებმა" 27:8 დაგვამარცხეს, ხოლოდ 2023 წელს გამართული მატჩი 35:15 დასრულდა.

სხვა სტატიები