საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2020 წელს კიდევ ერთ ტესტ მატჩს გამართავს. ივლისში, სამხრეთ აფრიკასა და ნოემბერში, საფრანგეთთან მატჩის შემდეგ, "ბორჯღალოსნები" მორიგ სერიოზულ მეტოქეს - ფიჯის დაუპირისპირდებიან.
არაოფიციალური წყაროს თანახმად, შეხვედრა 21 ნოემბერს გაიმართება. ამჟამად უცნობია, თუ სად შეერკინება ლევან მაისაშვილის გუნდი ფიჯის. აღნიშნული ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებია საქართველოს რაგბის კავშირს.