სულ ახლახანს, 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის თამაშების განრიგი (კალენდარი) გამოქვეყნდა. მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძელი საფრანგეთის ნაკრების თამაში გახსნის, რომელიც ახალ ზელანდიას დაუპირისპირდება. მატჩი 2023 წლის 8 სექტემბერს, სტადიო "სტად ფრანსზე" შედგება.
ასევე, იმ შემთხვევაში თუ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გავა, რაც ნამდვილად დიდი ვარაუდით მოხდება, "ბორჯღალოსნების" განრიგი შემდეგი იქნება:
9 სექტემბერი: ავსტრალია - საქართველო23 სექტემბერი: საქართველო - კვალიფიკაციის გამარჯვებული30 სექტემბერი: ფიჯი - საქართველო7 ოქტომბერი: უელსი - საქართველო