ბორჯღალოსნების ტრიუმფი - როგორ ეხმაურებიან ჟურნალისტები და ფანები საქართველოს ისტორიულ გამარჯვებას?!
10 ივლისი ქართული რაგბის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება. ბათუმში, ახლადაშენებული სტადიონის სავსე ტრიბუნების ფონზე – საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და იტალიის უპრინციპულესი სარაგბო დაპირისპირება, “ბორჯღალოსანთა” გამარჯვებით, 28:19 დასრულდა.
- საქართველოს ეროვნული ჰიმნი იტალიასთან მატჩის წინ | VIDEO
- დავით ნინიაშვილის საოცარი თამაში და აბჟანდაძის ლელო იტალიასთან | VIDEO
- საქართველოს ნაკრების მეორე ლელო იტალიის წინააღმდეგ | VIDEO
- საქართველო 28:19 იტალია – ბორჯღალოსნების ყველა ქულა | VIDEO
- სოსო მათიაშვილის ემოციები მატჩის დასრულების შემდეგ | VIDEO
- World Rugby, RugbyPass, Planet rugby – რას წერს მსოფლიო პრესა საქართველოს ისტორიული გამარჯვების შესახებ?!
6 ერის ფორმატის ცვლილებასთან დაკავშირებით დაწყებულ დებატებს დასასრული არ უჩანს - იტალიის უსახური პერფორმანსით უკმაყოფილო ფანები, რომლებიც უკმაყოფილებას გამოხატავდნენ, ახლა კიდევ უფრო მტკიცედ მოითხოვენ "აძურის" ნაცვლად, საქართველოს მიღებას. 6 ერის 7 ერად გარდაქმნა და 6 ერში აღზევება/გავარდნის პლეი-ოფის დაწესება - ეს არის ორი ფორმატი, რომლის შესახებ ფანები აქტიურად საუბრობენ, თუმცა ევროპის უპრესტიჟულესი სანაკრებო სარაგბო ტურნირის "მამები" ამ დროისათვის ცვლილებებს არ გეგმავენ. შესაძლოა "ბორჯღალოსანთა" თამამმა განაცხადმა და იტალიის მარცხმა, მსოფლიო რაგბის მმართველები კიდევ ერთხელ დააფიქროს და საქართველოსათვის 6 ერის ნანატრი კარი გაიღოს. ალექს ბეივათერი (The Daily Mail) "ვაუ. ბათუმში საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა იტალია დაამარცხა (28:19). ეს არის თამამი განაცხადი მსოფლიო რაგბისა და 6 ერის კარზე. მათ ეს ნამდვილად დაიმსახურეს".
საიმონ ტომასი (Walesonline) "ბათუმში საქართველომ იტალია 28:19 დაამარცხა და ტიერ 1 ერის წინააღმდეგ, ისტორიაში პირველი გამარჯვება მოიპოვა. განსაკუთრებული შედეგი".Wow. Georgia beat Italy 28-19 in Batumi and make a huge statement to the Six Nations and the rugby world. They fully deserved it too. Fireworks explode in celebration over the stadium as the place goes nuts. #GEOvITA 🇬🇪🇮🇹 pic.twitter.com/HTUsdh6bAt — Alex Bywater (@_AlexBywater) July 10, 2022
ბრიტანელი სპორტული ჟურნალისტებისა და სარაგბო მიმომხილველების პათოსს, რიგითი გულშემატკვირებიც იზიარებენ. იტალიელი ფანები უკმაყოფილებას ვერ მალავენ და თავადვე აღნიშნავენ, რომ სამარცხვინო პერფორმანსის შემდეგ, "აძურის" ადგილი 6 ერში არაა. "რა სამარცხვინო დღეა, ტიერ 3-ის სუსტი გუნდისათვის. იტალიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ისტორიაში, შესაძლოა ეს ყველაზე ცუდი დღე იყოს". "პატივისცემა საქართველოს, მიუხედავად იმისა, რომ იტალიელი ვარ - მათ ეს დაიმსახურეს". "ეს იყო დიდებული მატჩი. დროა საქართველო უძლიერეს ერებს უპირისპირდებოდეს". "ფანტასტიკური გამარჯვება. საქართველო 6 ერში ყოფნას იმსახურებს". "სამხრეთ აფრიკა დამარცხდა უელსთან, რომელიც დაამარცხა იტალიამ - იტალია დამარცხდა საქართველოსთან. ეს ყველაფერი რამდენიმე თვის ინტერვალში მოხდა". "ისტორიული კვირა რაგბისათვის - ირლანდიამ, უელსმა და საქართველომ გაიმარჯვეს მაშინ, როდესაც მათგან მოგებას არავინ ელოდა". "ყოჩაღ საქართველო - პატივისცემა ირლანდიიდან". "სწორედ ამიტომ იმსახურებს საქართველო 6 ერში ასპარეზობის უფლება და არა იტალია".Georgia have beaten Italy 28-19 in Batumi to record their first victory over a Tier One nation. A landmark result. #GEOvITA — Simon Thomas (@simonrug) July 10, 2022