საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, ზაფხულის ტესტ-მატჩებში, არგენტინა XV-ს, იტალიასა და პორტუგალიას დაუპირისპირდება. "ბორჯღალოსნები" 3 ივლისს, ქუთაისში, "აია არენაზე", არგენტინა XV-ს დაუპირისპირდებიან. საქართველოსა და იტალიის პრინციპული მატჩი, 10 ივლისს, ბათუმში გაიმართება, ხოლო საქართველოსა და პორტუგალიის მატჩს, 16 ივლისს, კვლავ ქუთაისი უმასპინძლებს.
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - ლევან მაისაშვილმა ზაფხულის ტესტ-მატჩებისთვის "ბორჯღალოსანთა" შემადგენლობა დაასახელა.