პორტუგალიის მწვრთნელი: "ახლა დედამიწაზე ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ..."
1 წლის წინ
რაგბი
1 წთ
მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი C ჯგუფში, ფიჯისა და პორტუგალიის დაპირისპირებითა და ევროპელების ისტორიული გამარჯვებით დასრულდა.
პორტუგალიის ნაკრებმა მსოფლიო თასზე ისტორიაში პირველი გამარჯვება მოიპოვა და მსოფლიო ჩემპიონატი გამარჯვებით, ჯგუფში მეოთხე ადგილით დაასრულა.
მატჩის დასრულების შემდეგ, პორტუგალიის ნაკრების ფრანგმა თავკაცმა - პატრის ლაგისკუემ, პირველი და ძალიან ემოციური კომენტარი გააკეთა.
"ეს დაუჯერებელია, მოთამაშეები ყოველთვის პოულობენ იმის რესურსს, რომელსაც არასდროს ველოდები.
თუ რა სიტუაციაში შეძლეს ბიჭებმა ბოლო ლელოს დადება ეს დაუჯერებელი იყო. ჩვენ წლების განმავლობაში განსაკუთრებულად ვემზადებოდით მსოფლიო თასისთვის და სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატისთვის ამ შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ.
ფრე ეთამაშო საქართველოს ნაკრებს და მოუგო ფიჯის, ეს ჩემთვის დაუჯერებელი ამბავია და მადლობა გუნდის თითოეულ წევრს ამ ყველაფრისთვის.
სახლში ასეთ განწყობაზე დაბრუნება უდიდესი ბედნიერებაა. ძალიან იღბლიანი ვარ, რომ ამ ბიჭებს ვწვრთნი და მათთან მიწევს ყოველდღიური ურთიერთობა.
სულ რომ ხვალ მოვკვდე, ჩემზე ბედნიერი სიკვდილი არავის ექნება და ახლაც, ჩემზე ბედნიერი ადამიანი დედამიწაზე მგონია, რომ არავინაა..."
- პატრის ლაგისკუე
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ნაკრებმა სადებიუტო მსოფლიო თასზე ასპარეზობა 6 ქულით, მე-4 ადგილზე დაასრულა, ბოლო ადგილზე კი ბორჯღალოსნები გავიდნენ.
C ჯგუფიდან 1/4-ფინალში უელსი და ფიჯი ითამაშებენ. უელსის ნაკრები არგენტინას, ხოლო ფიჯის ნაკრები ინგლისს დაუპირისპირდება.
მსოფლიო თასის პლეი-ოფი სტარტს 14 ოქტომბრიდან აიღებს.