Belive

ბორჯღალოსნების ძირითადი შემადგენლობა გერმანიის წინააღმდეგ

10 თვის წინ რაგბი
2 წთ

2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, გერმანიისა და საქართველოს დაპირისპირება შედგება. 4 თებერვალს, 18:00 საათზე, დესაუში "ბორჯღალოსნები" დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვებას შეეცდებიან.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურისთვის, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - რიჩარდ კოკერილმა, "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა დაასახელა. აღსანიშნავია, რომ "ბორჯღალოსნების" კაპიტანი - მერაბ შარიქაძე, გერმანიასთან მე-100 კეპს მოიხვეჭს და ქართული რაგბის ცენტურიონთა რიგს შეუერთდება.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები

ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (შავი ლომი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. მირიან მოდებაძე (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. მიხეილ ალანია (ორიაკი).

შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (ბეზიე), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 4. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), 5. გიორგი ჯავახია (გრენობლი), 6. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), 7. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე), 8. ილია სპანდერაშვილი (შავი ლომი).

მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი), 17. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 18. გიორგი ქართველიშვილი (ორიაკი), 19. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 20. ბექა შვანგირაძე (ორიაკი); 21. დავით ხუროშვილი (კლერმონი), 22. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 23. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი).

სხვა სტატიები