Belive

ბორჯღალოსნების 33-კაციანი შემადგენლობა რაგბის მსოფლიო თასზე საასპარეზოდ

1 წლის წინ რაგბი
2 წთ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - ლევან მაისაშვილმა, რაგბის მსოფლიო თასზე საასპარეზოდ ბორჯღალოსნების 33-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. მაისაშვილის რჩეულთა შორის 19 მორკინალი და 14 ხაზის მოთამაშე მოხვდა

ცნობილია, რომ ნაკრები გუნდის განაცხადში ტრავმირებული გიორგი ჭყოიძე ვერ მოხვდა, რაც უდიდესი დანაკლისია, თუმცა, 33-კაციან განაცხადში რამდენიმე ისეთი მორაგბე ვერ მოხვდა, რომელიც არც ტრავმას უჩივის და მოსამზადებელი ეტაპიც მაღალ დონეზე ჩაატარა.

ერთ-ერთ ასეთ თვალსაჩინო მოულოდნელობას ოთარ გიორგაძის რაზმს მიღმა დარჩენა წარმოადგენს, თუმცა, მსოფლიო თასის დაწყებამდე 11 დღით ადრე, სელექციის პროცესის სიღრმისეულ გარჩევას და ნაკრებზე რაიმე ფორმით ზემოქმედებას არ ვეცდებით - დაგროვებულ კითხვებზე სასაუბროდ, დრო აუცილებლად გვექნება, მანამდე კი საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს, რაგბის მსოფლიო თასზე წარმატებულ ასპარეზობას და გახმაურებული გამარჯვებებით ქართველი გულშემატკივრის კიდევ ერთხელ გახარებას ვუსურვებთ. 

ბორჯღალოსანთა 33-კაციანი შემადგენლობა

შერკინება: მიხეილ ნარიაშვილი, გურამ გოგიჩაშვილი, ნიკა აბულაძე, შალვა მამუკაშვილი, ლუკა ნიორაძე, თენგიზ ზამთარაძე, ბექა გიგაშვილი, ლუკა ჯაფარიძე, გურამ პაპიძე, ლაშა ჯაიანი, კოტე მიქაუტაძე, ნოდარ ჭეიშვილი, ვლადიმერ ჩაჩანიძე, ბექა საღინაძე, მიხეილ გაჩეჩილაძე, ლუკა ივანიშვილი, ბექა გორგაძე, გიორგი ცუცქირიძე, თორნიკე ჯალაღონია.

ხაზი: გელა აფრასიძე, ვასილ ლობჟანიძე, თენგიზ პერანიძე, თედო აბჟანდაძე, ლუკა მატკავა, დემურ თაფლაძე, ალექსანდრე თოდუა, მერაბ შარიქაძე, თორნიკე კახოიძე, მირიან მოდებაძე, აკაკი ტაბუცაძე, დავით ნინიაშვილი, ლაშა ხმალაძე, გიორგი კვესელაძე.

2023 წლის რაგბის მსოფლიო თასზე, ბორჯღალოსნები C-ჯგუფში ავსტრალიის, პორტუგალიის, ფიჯისა და უელსის წინააღმდეგ იასპარეზებენ.

  • 9 სექტემბერი - ავსტრალია Vs. საქართველო (პარიზი)
  • 23 სექტემბერი - საქართველო Vs. პორტუგალია (ტულუზა)
  • 30 სექტემბერი - ფიჯი Vs. საქართველო (ბორდო)
  • 7 ოქტომბერი - უელსი Vs. საქართველო (ნანტი)

შეგახსენებთ, რაგბის მსოფლიო თასი 8 სექტემბერს, საფრანგეთისა და ახალი ზელანდიის დაპირისპირებით გაიხსნება.

 

სხვა სტატიები