რაგბი ევროპა | ბორჯღალოსნების ძირითადი შემადგენლობა
2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის 1/2-ფინლში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რუმინეთს დაუპირისპირდება. "ბორჯღალოსნებისა" და რუმინელი "მუხების" მატჩი, 2 თებერვალს, 15:00 საათზე, "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" შედგება.
რუმინეთთან გასამართი 1/2-ფინალური მატჩისთვის, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ ქოქრილმა, "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა დაასახელა.

საქართველოს რაზმი
ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი შველიძე (ბრივი), 12. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. გელა აფრასიძე (პერპინიანი);
შერკინება: 1. ნიკა აბულაძე (მონპელიე), 2. ირაკლი ქვათაძე (შავი ლომი), 3. ირაკლი აფციაური (ლიონი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი), 6. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, კაპ.), 8. ბექა გორგაძე (პო).
მარქაფა: 16. ვანო კარკაძე (მონპელიე), 17. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 18. ლუკა ჯაფარიძე (მონპელიე), 19. გურამ ღანიაშვილი (შავი ლომი), 20. ბექა შვანგირაძე (ლიონი); 21. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა), 22. გიორგი კვესელაძე (გრენობლი), 23. დაჩი პაპუნაშვილი (ორიაკი).
შეგახსენებთ, "ბორჯღალოსნები" ტიტულს ჯამში 16-ჯერ დაეუფლნენ. საქართველო ზედიზედ მე-9 ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძვის. რაც შეეხება მეტოქეს - რუმინეთმა თასი 5-ჯერ მოიგო, ბოლოს 2017 წელს. უკანასკნელ წლებში, ფინალში "ბორჯღალოსნების" მეტოქე პორტუგალიაა.
"ბორჯღალოსნებს" 35 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი მატჩი (29) რუმინეთთან აქვთ ჩატარებული. წლების განმავლობაში "მუხები" ჩვენი ნაკრების მთავარი კონკურენტები იყვნენ და პირველი 9 მატჩიდან, 7 მათი გამარჯვებით დასრულდა. თუმცა, მას შემდეგ 20 თამაშიდან საქართველომ 17 მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და მხოლოდ ორი დათმო.
ჯამში "ბორჯღალოსნებმა" 19 თამაში მოიგეს, ერთი ფრედ დაასრულეს და 9 დათმეს. საქართველომ რუმინეთს გაუტანა 71 ლელო და 660 ქულა, თავად კი 38 ლელო და 452 ქულა გაუშვა.