Belive

ბორჯღალოსნები ფიჯისთან დამარცხდნენ

2 თვის წინ რაგბი
1 წთ

დღეს ბათუმის არენამ ჩვენი ბორჯღალოსნებისა და "მფრინავი ფიჯელების" ჯახს უმასპინძლა. შედარებით თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარში სტუმრებმა იმძლავრეს და საბოლოო შედეგი მათ სასარგებლოდ -12:21 დაფიქსირდა.

სამწუხაროდ, ფიჯელებმა ლელო არ დაგვადებინეს და 12-ვე ქულა ლუკა მატკავამ, საჯარიმო დარტყმებით აიღო. თავად ფიჯელებმა 3-ჯერ დაამიწეს ბურთი ჩვენს ლელოში, 3 ჯარიმა გაგვიტანეს და ვერცერთი გარდასხვა ზუსტად ვერ შეასრულეს.

საერთო ჯამში, საქართველოს ნაკრები და ფიჯი ერთმანეთს მერვედ დაუპირისპირდნენ. ურთიერთბალანსი კუნძულელების მხარესაა, მათ 6-ჯერ მოიგეს, 1 შეხვედრა ფრედ დაამთავრეს, ერთხელ კი დამარცხდნენ. აღსანიშნავია, რომ ბათუმის სტადიონმა ბორჯღალოსნების თამაშს ისტორიაში მეორედ უმასპინძლა. პირველად, 2022 წლის ზაფხულში იტალიას დავუხვდით და პირველი, ისტორიული გამარჯვება მოვიპოვეთ – 28:19.

საქართველოს ნაკრები მომდევნო ტესტ-მატჩებს 13 და 20 ივლისს ჩაატარებს, პირველად სტუმრად იაპონელებთან მოგვიწევს შერკინება, შემდეგ კი სიდნეიში, ავსტრალიის ნაკრებს დავუპირისპირდებით.

სხვა სტატიები