Belive

ბოკეს კაპიტანი ტომ ქარის ესაუბრა და თანადგომა გამოუცხადა

6 თვის წინ რაგბი
1 წთ

2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის 1/2-ფინალში, ინგლისის მორაგბეთა ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დრამატულ ბრძოლაში 15:16 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, ტომ ქარისა და არბიტრს შორის გამართული საუბარი გასაჯაროვდა, სადაც ინგლისელი ფლანკერი მბონგი მბონამბის რასისტულ შეურაცხყოფაში ადანაშაულებდა.

დამოუკიდებელმა სადისციპლინო კომისიამ მომხდარი გამოიძია და სამხრეთ აფრიკელი ჰუკერი გაამართლა... სწორედ ამ მომენტიდან, ტომ ქარისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ არაერთი შეურაცხმყოფელი განცხადება გავრცელდა. "ბოკეს" ფანები სოციალურ ქსელებში განსაკუთრებით აქტიურობენ და ქარისა და მისი ოჯახის წევრების დამცირებას არ ერიდებიან.

საქმე იმდენად გართულდა, რომ ინგლისის რაგბის კავშირმა და "სეილ შარკსმა" ოფიციალური მოხსენებაც გამოაქვეყნეს. ერთ-ერთი უკანასკნელი, რომელიც მომხდარს გამოეხმაურა, სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ნაკრების კაპიტანი, სია კოლისია, რომელმაც კაპიტნისთვის სამაგალითო და ღირსეული საქციელი კიდევ ერთხელ გამოავლინა. სია კოლისი ტომ ქარის პირადად დაუკავშირდა და თანადგომა გამოუცხადა.

მას პირადად ვესაუბრე, ქარის შეტყობინება გავუგზავნე. ის არის ადამიანი, რომელსაც პატივს ვცემ. შეგვიძლია ავიტანოთ შეურაცხყოფა, რომელიც მხოლოდ ჩვენ გვეხება, მაგრამ, როდესაც ამ ყველაფრის მსხვერპლი ჩვენი ოჯახის წევრები ხდებიან, გაუმართელებელი და აუტანელია - სწორედ ეს მითხრა ქარიმ.
ეს არის თამაშის ერთი ნაწილი, რომელიც არავის მოგვწონს. ვიმედოვნებ, რომ ეს კატასტროფა დაუყოვნებლივ შეწყდება და ქარი შეძლებს მომავალ მატჩზე სრული კონცენტრირება მოახდინოს. მას დავუდასტურე, რომ ჩვენ მასზე ვფიქრობთ და მხარს ვუჭერთ. - სია კოლისი

სხვა სტატიები